რობი კუხიანიძის ლაივ კონცერტი „დედაენის ბარში“

„დამჭკნარ სურვილს აგიცეკვებ ოღონდ შენ გამოჩნდი, გთხოვ გამოდი… გაბედე გამოდი… მტიკვა – გამოდი… მცივა – გამოდი… მცივა და ვიცინი… მტკივა და ვიცინი……“
რობი კუხიანიძე
რობი კუხიანიძე

4 მარტს დედაენის ბარში  რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართა. მისი ლაივებით არც თუ ისე განებივრებული მსმენელი ამ საღამოს დიდხანს ელოდა და ნამდვილად ღირდა. ეს კონცერტი მსმენელს დიდხანს ემახსოვრება.

რობი კუხიანიძის კონცერტი „დედაენის ბარში“

ქართული ანდერგრაუნდ პანკ-როკ მუსიკის სათავეები სწორედ 80-იანებიდან იწყება. 1989 წელს ჯგუფი Outsider შეიქმნა, სადაც  ჯგუფის იდეოლოგი და ვოკალისტი  რობი კუხიანიძეა. Outsider-ი ერთადერთი ქართული ჯგუფი იყო, რომელმაც 1991 წელს ჯერ ტალინში, შემდეგ კი მოსკოვის ალტერნატიული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა.

რობის მუსიკა უსამართლობაზე  გაფიქრებს და იმედს გიტოვებს, თუმცა იმედი ხანდახან მხოლოდ წარმოსახვითია.

ეს არის მუსიკა, სადაც პროტესტი მამოძრავებელი ძალაა, სადაც ტექსტები  წრფელი შინაგანი მუხტით არის სავსე და სადაც ყოველი სიმღერა, რომანტიკული მისტიციზმით თუ მეამბოხე სულით გაჯერებული სრული ტექსტით, ჟღერადობით თუ ვიზუალური ენით თავიდან ბოლომდე რობის გადმოსცემს.

მოუსმინეთ, ჯგუფ Outsider-ის სიმღერას – Sikvdili 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქეით ბლანშეტი Sparks-ის ახალ მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ლოს-ანჯელესში, 2023 წლის 18 იანვარი. ფოტო: აქსელ ბაუერ-გრიფინი

ბილბორდის ღონისძიება „ქალები მუსიკაში“ ჯენიფერ ლოპესი –  კიმ პეტრას გამარჯვებას ულოცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი