ჰარი სტაილსმა ატვირთა და შემდეგ წაშალა ფოტო, სადაც One Direction-ის მაისური აცვია

სარკეში გადაღებული სელფი მომღერლის ფანების მთავარი თემა გახდა.
ჰარი სტაილსი
Nathan Congleton/NBC via GI

ჰარი სტაილსმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მაშინვე წაშალა. თუმცა, როგორც ჩანს, ის ინტერნეტში სამუდამოდ დარჩება. Სავარჯიშო დარბაზის სარკეში გადაღებული სელფი მომღერლის ფანების მთავარი თემა გახდა. ფოტოში სტაილსს One Direction-ის მაისური აცვია ჯგუფის 2012 წლის ტურნედან. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო მალევე თავად წაშალა, ფანებმა მაინც მოასწრეს „სქრინების” გადაღება. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ მომღერალს ფოტოს გაზიარება მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისთვის სურდა. 

One Direction, რომლის წევრიც სტაილსი იყო, 2015 წელს დაიშალა. მომღერლის ყოფილმა თანაგუნდელმა ტომილსონმა ცოტა ხნის წინ ჯგუფის აღდგენაზე კომენტარ გააკეთა. „ახლა ეს რთული წარმოსადგენია. ბიჭები მენატრებიან და მენატრება ჯგუფის წევრად ყოფნა, მაგრამ ჩემი პერსონალური საქმეების კეთებაც მომწონს.”

ნახეთ ჰარი სტაილსის სელფი One Direction-ის-ის მაისურში და ფანების რეაქციები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Მაილი საიურსმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სესიების სპეციალური პროგრამა დააანონსა, რომლის პრემიერა  Disney+-ზე შედგება

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟმა ხმისჩამწერი ლეიბლი დააფუძნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი