ნიკი მინაჟმა ხმისჩამწერი ლეიბლი დააფუძნა

როგორც ნიკი მინაჟმა შოუს მსვლელობისას თქვა, ლეიბლი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.


ნიკი მინაჟი ხმისჩამწერ ლეიბლს ოფიციალურად ხსნის. ვარსკვლავმა სიახლის შესახებ თავისი შოუს, Queen Radio-ს მსვლელობისას განაცხადა. 

„ახლა ჩემი საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი მაქვს. როცა არტისტს ზურგს ვუმაგრებ, იცით მისთვის რასაც ვაკეთებ. მაშინაც კი, როცა მასთან კონტრაქტი არ მაქვს. წარმოიდგინეთ რას ვიზამ მათთვის, ვისთანაც კონტრაქტი მექნება.“ – თქვა ნიკი მინაჟმა და აღნიშნა, რომ კომპანიის სახელი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მინაჟის თქმით, ლეიბლში არტისტებისა და რეპერტუარის შერჩევის პროცესს მისი პროტეჟე, პეტი ლორენი უხელმძღვანელებს. 

როგორც ნიკი მინაჟმა შოუს მსვლელობისას თქვა, ლეიბლი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება. „არ იფიქროთ, რომ ეს ლეიბლი მხოლოდ რეპზე ფოკუსირდება“ – აღნიშნა ვარსკვლავმა. 

მინაჟი ასევე შეეხო ლილ უეინის როლს მისი კარიერის განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ ლეიბლის ფარგლებში, ახალი არტისტებისათვის თავადაც იმავეს გააკეთებს.  

„როდესაც ამ დიდ ინდუსტრიაში მოვედი, ლილ უეინთან  ფორმალური კონტრაქტი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ის თავის ტურებზე და ხმისჩამწერ სტუდიაში მიწვევდა“ – თქვა მინაჟმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალბედა არტისტების მხარდაჭერა. 

ნიკი მინაჟმა ახალი სინგლი Red Ruby Da Sleeze სამ მარტს გამოუშვა. ეს ვარსკვლავის პირველი სოლო ტრეკია მას შემდეგ, რაც მისმა სიმღერამ, სახელწოდებით Super Freaky Girl გასულ წელს Billboard Hot 100-ში ლიდერი პოზიციები დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსმა ატვირთა და შემდეგ წაშალა ფოტო, სადაც One Direction-ის მაისური აცვია

შემდეგი სტატია

მსოფლიოში უდიდეს ტურისტული გამოფენა, ITB Berlin საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი