ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე არ იმღერებს

მომღერალი ახალი ფილმითაა დაკავებული.
ლედი გაგა 2019 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე
Richard Shotwell/Invision/AP/REX/Shutterstock

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე არ იმღერებს. შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა განაცხადა, რომ მომღერალი ამჟამად ფილმის გადაღებებითაა დაკავებული და ღონისძიებაზე გამოსვლას ვერ შეძლებს. ლედი გაგა წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა კინოფილმისთვის Top Gun: Maverick.

„ჩვენ ხუთივე ნომინანტი დავპატიჟეთ. Ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ლედი გაგასთან. ის ახლა ფილმის გადაღების პროცესშია. ჩვენ კი აქ სწორედ კინოინდუსტრიას მივაგებთ პატივს და ვიცით, თუ რა სჭირდება ფილმის შექმნას. ამ პროცესის გამო, ის ვერ ახერხებდა იმ ხარისხის წარმოდგენის გამართვას, რომელსაც მისგან მიჩვეულები ვართ. ამიტომ ლედი გაგა შოუზე არ წარდგება.”

ლედი გაგა ტოდ ფილიპსის ფილმში Joker: Folie à Deux მონაწილეობს, სადაც იგი ჰარლი ქუინის როლს ასრულებს. მისი პარტნიორია ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც სწორედ ჯოკერის როლის შესრულებისთვის მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში. ფილმის მეორე ნაწილის გამოშვება 2024 წლის 9 ოქტომბერს იგეგმება – პირველი ნაწილის პრემიერიდან 5 წელიწადში.

გაგამ ოსკარის ცერემონიაზე სამჯერ იმღერა. 2015 წელს „მუსიკის ჰანგების” 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად მან ფილმიდან რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. 2016 წელს ოსკარზე ნომინირებული Til It Happens to You იმღერა კინოფილმიდან The Hunting Ground. 2019 წელს კი ბრედლი კუპერთან ერთად შეასრულა სიმღერა Shallow კინოფილმიდან A Star Is Born, რომელმაც მომღერალს ოსკარი მოუტანა. 

ორი კვირის წინა აკადემიამ დააანონსა, რომ ოსკარის ცერემონიაზე რიანა წარდგება სიმღერით Lift Me Up კინოფილმიდან Black Panther: Wakanda Forever. ასევე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაზე იმღერებენ სოფია კარსონი და დაიან უორენი. ისინი შეასრულებენ სიმღერას Applause კინოფილმიდან Tell It like a Woman.

ოსკარზე ნომინირებული Hold My Hand, რომელიც ლედი გაგამ და BloodPop-მა დაწერეს, ივნისში ბილბორდის „ცხელი ასეულის” 49-ე ადგილზე მოხვდა. 

ოსკარის 95-ე  დაჯილდოება, რომელსაც ჯიმი კიმელი გაუძღვება, კვირას, 12 მარტს შედგება და პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალურ შოუ Voice-ში ჯიმი ფელონმა ბრმა მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი მწვრთნელი მას არ შემოუტრიალდა

შემდეგი სტატია

ჯენეტ ჯექსონის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი