„დილით ამომავალო მზეო” – ალექსანდრე ხარანაულის დებიუტი

„ვეძებდი ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელსაც მღერის ერთი ადამიანი და არ არის პოლიფონიური.”

ალექსანდრე ხარანაული აუდიტორიის წინაშე სადებიუტო ნამუშევრით სულ ახლახან წარდგა, თუმცა მსმენელისგან განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება უკვე დაიმსახურა. „ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში” – ასე მოიხსენიებენ მის პირველ კომპოზიციას, რომელიც ავტორმა სოციალურ ქსელში გააზიარა. „დილით ამომავალო მზეო” ქართული ხალხური სიმღერაა, რომელსაც ალექსანდრე ხარანაული საკუთარი ვერსიით ასრულებს. 

„დაახლოებით 18-19 წლის ასაკში, როცა ბობ დილანსა და სხვა ასეთ მუსიკოსებს ვუსმენდი, გამიჩნდა სურვილი, მომეძებნა ისეთი ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც ერთი ადამიანი მღერის და არ არის პოლიფონიური. მაშინ შევედი ერთ-ერთ ქართულ საიტზე, სადაც ხალხური სიმღერები იდო. ყველაფერს რომ მოვუსმინე, ორი ასეთი სიმღერა აღმოვაჩინე. ერთ-ერთია „დილით ამომავალო მზეო”, რომელსაც კუთხეების გრაფაში ეწერა ქართლი. გარკვეული ცვლილებები შევიტანე როგორც ტექსტში, ასევე მუსიკალურ ნაწილში და ჩემებური ვერსია გავაკეთე. მაშინ 18-19 წლის ვიყავი, ახლა 33-ის ვარ და ამდენი წლის შემდეგ ახლა ჩავწერე. ადრეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ეს ჩემი გადაკეთებული კომპოზიცია თან ისევ ქართულად რომ დარჩენილიყო, ამას მაშინ ვერ მივაღწიე. Ახლა უკვე მგონია, რომ შევძელი.”

„დილით ამომავალო მზეო” ერთ-ერთი კომპოზიცია იქნება მუსიკოსის ამავე სახელწოდების ალბომში, რომლის გამოშვებასაც ალექსანდრე ხარანაული უახლოეს მომავალში გეგმავს. 

„დილით ამომავალო მზეო” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. თან პირველი იყო – ბიძგიც სწორედ მან მომცა და ამიტომ ალბომსაც ეს სახელი ერქმევა. ალბომში სულ 10 კომპოზიცია შევა. მათ შორის ხალხური იქნება სამი –  „დილით ამომავალო მზეო”, ასევე ის მეორე სიმღერა, რომელიც მასთან ერთად საიტზე ვიპოვე – აჭარული „დურსუნ კვესი ოღლი” და მესამე სვანური „რიჰო”. გარდა ამისა, იქნება ჩემს ტექსტზე შექმნილი სამი კომპოზიციაც. ასევე ბესიკ ხარანაულისა და მარი აბრამიშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერები. ყველა კომპოზიციის მუსიკა ჩემია და ყველა ინსტრუმენტზე, დრამის გარდა, თავად ვუკრავ. უკვე გამოქვეყნებული მაქვს ალბომში შემავალი სამი სიმღერა. Დანარჩენებსაც ნელ-ნელა დავდებ და ალბომიც უახლოეს მომავალში გამოვა.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კე ჰუ კუანი ოსკარის 95-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, Dolby თეატრში. ფოტო: რიჩ პოლკი

2023 წლის „ოსკარის” ყველა გამარჯვებული, ნახეთ სრული სია

შემდეგი სტატია

ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოების ცერემონიას 18.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი