ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოების ცერემონიას 18.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა

აუდიტორიის რიცხვი 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, თუმცა რეიტინგი გასული წლების ზოგადი მაჩვენებლის გათვალისწინებით მაინც დაბალია.
ფოტო: რიჩ პოლკი

12 მარტს ლოს ანჯელესში მდებარე Dolby Theatre-ში კინოინდუსტრიის ყველაზე დიდი მოვლენა – ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის „ოსკარის“ ცერემონიის ტრანსლაციამ გასულ წელთან შედარებით უფრო დიდი აუდიტორია მიიზიდა. 

ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოება ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის 18.7 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამ მონაცემების მიხედვით, აუდიტორიის რიცხვი 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, „ოსკარის“ ცერემონიის სატელევიზიო რეიტინგი გასული წლების ზოგადი მაჩვენებლის გათვალისწინებით მაინც დაბალია.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების პარალელურად, HBO-სა და HBO Max-ზე ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული სერიალის, The Last of Us-ის სეზონის ფინალური სერია გავიდა. შოუს მაყურებელთა რიცხვმა 8,2 მილიონს მიაღწია. სერიალი შეერთებული შტატების დროით საღამოს 9 საათზე, „ოსკარის“ ცერემონიის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყო.

ამერიკის კინოაკადემიის მიმართ გაჟღერებული ბოლოდროინდელი კრიტიკა ძირითადად „ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტთა სიას შეეხება. უფრო კონკრეტულად კი იმ ფაქტს, რომ კინოაკადემია ყურადღებას იმ ფილმებს უთმობს, რომლებსაც მაყურებლის დიდი აუდიტორიისაგან ნაკლები გამოხმაურება აქვს. Წლევანდელი დაჯილდოების შემთხვევაში რეალობა სხვაგვარი იყო –  2022 წლის ყველაზე დიდი ბლოკბასტერები, Top: Gun Maverick და Avatar: The Way of Water საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყვნენ წარდგენილი. მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის კატეგორიაში კი ნომინირებული იყო ანჯელა ბასეტი, რომელიც კინოაკადემიამ Marvel-ის ფილმში მონაწილეობისათვის წარადგინა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული ნამუშევარი Everything Everywhere All At Once ასევე მაღალბიუჯეტიანი კინოსურათია, რომელიც პრემიერის შემდეგ, თვეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში გადიოდა.

მრავალი წლის განმავლობაში „ოსკარის“ ცერემონია რიგით მეორე ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო პროგრამის სტატუსს ინარჩუნებდა. ის ამ რეიტინგით მხოლოდ Super Bowl-ს ჩამოუვარდებოდა. 2018 წლამდე, ოსკარის დაჯილდოების მაყურებელთა რიცხვი 30 მილიონზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ცერემონიის ეთერი მაყურებლის რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა 1998 წელს, როდესაც ნომინაციების ლიდერი Titanic იყო. ამ წელს დაჯილდოების სატელევიზიო აუდიტორიის რიცხვმა 55 მილიონს მიაღწია.

2014 წელს ცერემონიის სატელევიზიო ეთერი 43,7 მილიონმა მაყურებელმა ნახა. 2018 წელს ეს რიცხვი უკვე 26,5 მილიონამდე დაეცა, 2019 წელს 29,6 მილიონი იყო, 2020 წელს კი – 23.6 მილიონი. 2021 წელს პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიამ ფორმატი შეიცვალა და ეს გარემოება მაყურებელთა რაოდენობაზეც აისახა. სატელევიზიო აუდიტორიის რაოდენობამ მხოლოდ 9,85 მილიონს მიაღწია. 2022 წელს, მიუხედავად მასშტაბების დაბრუნებისა, „ოსკარის“ დაჯილდოებას 16,6 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

2023 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე ორგანიზატორებმა წამყვანად ჯიმი კიმელი წარადგინეს, რომელიც დაჯილდოებას 2017 და 2018 წლებშიც უძღვებოდა. ცერემონიის მსვლელობისას ასევე ვიხილეთ შოუს ელემენტები – რიანას და ლედი გაგას მუსიკალური ნომრები.

სატელევიზიო ეთერის რეიტინგი ბოლო წლებში საგრძნობლად დაეცა, რაც სტრიმინგ სერვისების ეპოქის თანმდევი მოვლენაა. Სოციალურ ქსელებში დაჯილდოების ინტერაქციის მაჩვენებელმა  27.4 მილიონს მიაღწია და Twitter-ზე ყველაზე ტრენდული თემა იყო.  

„ოსკარის“ ცერემონიის მეორე დღეს, კი ჰუი ქუანის სიტყვას YouTube-ზე უკვე 1.3 მილიონი ნახვა ჰქონდა, ხოლო ბრენდან ფრეიზერის გამოსვლას 2.6 მილიონი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დილით ამომავალო მზეო” – ალექსანდრე ხარანაულის დებიუტი

შემდეგი სტატია

ჰოლი ბეილი არიელის როლში, Disney-ს ფილმი Little Mermaid

ფილმ Little Mermaid-ის საუნდტრეკის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი
არიანა გრანდე ფილმ Wicked-ის პრემიერაზე 2024 წლის 18 ნოემბერი, ლონდონი. Tim P. Whitby/Getty Images

არიანა გრანდეს აზრით ფილმ Wicked-იდან  მისი პერსონაჟი Glinda  გრძნობების გამოხატვას ერიდება

ახალ ინტერვიუში მსახიობმა და მომღერალმა პერსონაჟების Glinda-სა და Gelphie-ის (სინთია ერივო) ურთიერთობაზე ისაუბრა
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი
მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი კევინ მაზური/WireImage Live Nation

მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება და კითხულობს,  მისი ბიოგრაფია სერიალის სახით გამოვიდეს თუ ფილმის  

2023 წელს Universal Pictures-ში მადონას ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები მუსიკოსის გლობალური ტურნეს, Celebration-ის გამო შეჩერდა.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი