„რომანსერო” ნოდარიკო ხუციშვილისა და თათია ჯმუხაძის შესრულებით

„ეს არის ჩვენებური ვერსია, მაგრამ მთავარი რაცაა – განწყობა – ეს უცვლელი დარჩა.”

ნოდარიკო ხუციშვილმა და თათია ჯმუხაძემ სიმღერაზე „რომანსერო” დუეტი ჩაწერეს. კომპოზიცია დათო ევგენიძეს ეკუთვნის და თავდაპირველ ვერსიაში მას მაია ჯაბუა ასრულებს. ახალგაზრდა მუსიკოსებმა კი მსმენელს ცნობილი სიმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზეს. 

ნოდარიკო ხუციშვილი:

„Მე და თათიას ადრეც გვიმღერია და სულ ვფიქრობდით, რამე ხომ არ ჩაგვეწერა ერთად. მერე ისე მოხდა, რომ თათიამ გამომიგზავნა ხმოვან მესიჯად პატარა მონაკვეთი „რომანსეროდან”. ეს სიმღერა მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ქართული კომპოზიციებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია, რადგან საოცარი ჰარმონია აქვს. Მერე მეგობრებთანაც გავაჟღერე ეს. Ისინიც ამყვნენ და მოკლედ, იმდენად დაემთხვა ყველას სიყვარული ამ სიმღერის მიმართ, რომ ასე სპონტანურად დავაორგანიზეთ და ჩავწერეთ.”  

„რომანსეროს” ახალ ვერსიაში სიმღერას აკომპანემენტს კლავიში და ბასი უწევს, რომლებზეც ხატია ქორიძე და ლუკა თოფურია უკრავენ. დუეტი გიორგი ჩაგელიშვილმა ჩაწერა. Მასზე გადაღებული ვიდეოს ავტორი კი ლაშა ჩაგელიშვილია. 

ნოდარიკო ხუციშვილი:

„არ გვინდოდა, რომ ძალიან შეგვეცვალა სიმღერა და მისი აზრი დაგვეკარგა,  მაგრამ თან ცოტა ჩვენებური ვერსიის გაკეთება გვინდოდა. დათო რომ უკრავს მხოლოდ კლავიშზე და მაია ჯაბუა რომ მღერის, მათზე კარგად ჩვენ მაინც არ გამოგვივიდოდა. Ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ის რაც არის, დარჩეს ისე და ჩვენ ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ. მაგალითად, ბასი შემოვიყვანეთ. Თავიდან სწორედ ბასია წამყვანი პარტია და მერე შემოდის კლავიში. მცირე ცვლილებებია მუსიკალურად და ძალიან სადა გამოვიდა. Ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაც სიმღერას რომ გადააკეთებ, მისი მთავარი აზრი ირღვევა. Ამიტომ ძალიან სათუთად მოვეკიდეთ. Ეს არის ჩვენი ვერსია, მაგრამ მთავარი რაცაა – განწყობა – ეს უცვლელი დარჩა. ვიდეოც ისეთივე განწყობის გადავიღეთ, როგორი სიყვარულით და სითბოთიც ჩავწერეთ ეს სიმღერა და ის უშუალო კადრები დავდეთ, რაც სახლში ხდებოდა.

უმნიშვნელოვანესია, როცა ისეთი ადამიანები, როგორიც დათო ევგენიძეა, ასეთი გახსნილები არიან ახალგაზრდების მიმართ. Დათოს ყოველთვის უხარია, თუ ვინმე მის სიმღერას აკეთებს და ყველას გვერდში უდგას. ეს Ძალიან დიდი მხარდაჭერაა მისგან. Ხალხისგანაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მიხარია.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრადიციული იაპონური საკრავის შემსრულებელი არტისტის –  ნობუტაკა იოშიზავას მუსიკალური საღამო Silk Factory Studio-ში

შემდეგი სტატია

ნაილ ჰორანმა წმინდა პატრიკის დღე ჯო ბაიდენთან ერთად თეთრ სახლში გაატარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი