The Black Marrows „ჩვენი თითო ალბომი თითო დღიურია“

17 მარტს House Of Camora-ში The Black Marrows კონცერტი გაიმართა, სადაც ჯგუფმა ახალი სიმღერა Keep It Up ლაივზე პირველად შეასრულა.
The Black Marrows
The Black Marrows

The Black Marrows ქართველი მსმენელისთვის გამორჩეული და კარგად ნაცნობი ინდი-როკ ბენდია. მათ ორი ალბომი აქვთ გამოშვებული. 2015 წელს სადებიუტო ალბომი Hurricane და 2020 წელს სტუდიური ალბომი სახელწოდებით Down The Rabbit Hole.  ამჟამად ჯგუფი მესამე ალბომზე მუშაობს.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: აჩი კევლიშვილი (ვოკალი, გიტარა), გიორგი მარი (წამყვანი გიტარა, ბექ-ვოკალი), გოგა კაკულია (ბასი) და ვარდან პარემუზიანი (დრამი).

17 მარტს House Of Camora-ში The Black Marrows კონცერტი გაიმართა, სადაც ჯგუფმა ახალი სიმღერა Keep It Up ლაივზე პირველად შეასრულა.

გიორგი მარი:

„დაკვრა მოგვენატრა, ბოლოს დეკემბერში „დედაენის ბარში“ დავუკარით. იმის მერე არ დაგვიკრავს. ამიტომ ეს გაზაფხულის პირველი კონცერტია ჩვენთვის.

დეკემბერში გამოვუშვით სიმღერა The Fight or Flight Response-ის ვიდეოკლიპი და იანვარში ახალი სიმღერა Keep It Up. სწორედ ეს სიმღერა დაიკვრება ამ ლაივზე პირველად. ეს პირველი სიმღერაა, რომელიც  აჩიმ და მე  ერთად დავწერეთ, დაწყებული იდეით, მუსიკით და ტექსტით. აჩის იდეა იყო, რაღაც მონახაზი და იქიდან გამომდინარე მერე ერთად გავაკეთეთ.“

აჩი კევლიშვილი:

„ალბომზე ვმუშაობთ. რეალურად ჩაწერები მიმდინარეობს, თუმცა დედლაინი ზუსტად არ ვიცით. მუშაობის პერიოდში ბევრი რამე შეიცვალა. თავიდან სხვა მიმართულება გვქონდა, მერე გზად ისეთი „ვეშები“ წამოვიდა, რომ უცებ ჩანაცვლდა გარკვეული სიმღერები.“

გიორგი მარი:

„წინა ორი ალბომისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი სიმღერა გვქონდა უკვე მზად. იქიდან ვარჩევდით რაღაცებს, ახლებიც იწერებოდა და  ბევრი უკვე მზა სიმღერიდან იყო. ახლა ისე დავრჩით, თითქმის ახლიდან დავიწყეთ ყველაფერი და ამას მივყვებით. დაახლოებით 10-12 სიმღერა შევა ახალ, მესამე ალბომში და აქედან ექვსი უკვე ზუსტად ვიცით. ერთი ახალი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც ძალიან მოგვწონს, დღეს მოვრჩით დემო ვერსიის ჩაწერას, სამომავლოდ კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ.

მთელი ეს ალბომები დღიურებივით არის. ჩვეულებრივ, როგორც ადამიანები წერენ, რა მოხდა მათ ცხოვრებაში და ისე ვწერთ ჩვენ სიმღერებს. ჩვენი თითო ალბომი თითო დღიურია.“

The Black Marrows 2014 წელს დაარსდა. ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა ისეთ ჟანრებს აერთიანებს, როგორიც არის: ინდი-როკი, ბრიტ-პოპი და ნოის-პოპი. 

მოისმინეთ The Black Marrows სიმღერა Keep It Up

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნაილ ჰორანმა წმინდა პატრიკის დღე ჯო ბაიდენთან ერთად თეთრ სახლში გაატარა

შემდეგი სტატია

მოისმინეთ ნიკა კოჩაროვისა და გოგი ძოძუაშვილის ერთობლივი კომპოზიციები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი