ედ შირანი მის გარდაცვლილ მეგობარს, ჯამალ ედვარდსს იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა Eyes Closed სწორედ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზეა

სინგლი 24 მარტს გამოვა.
ფოტო: ზაკარი უოლტერსი

ედ შირანი 24 მარტს ახალ სინგლს გამოუშვებს. ახლახან კი მან გულშემატკივრებს გაუზიარა, თუ რა გახდა ამ სიმღერის შთაგონების წყარო.

„ეს სიმღერა ახლობლის დაკარგვაზეა. ყოველ ჯერზე, სახლიდან რომ გადიხარ და მოლოდინი გაქვს, რომ მათ გადაეყრები. როცა ყველაფერი მათ თავს გახსენებს.”

ოთხგზის გრემის მფლობელმა მომღერალმა მეგობარზე, ჯამალ ედვარდსზე ისაუბრა, რომელიც 2022 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ვფიქრობ, მუსიკა გვეხმარება განკურნებაში. ამიტომ თვალდახუჭული  ვცეკვავ, რომ ამ ყველაფერს მოვერიო” – დაწერა შირანმა. 

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ მისი მათემატიკური დასახელების ალბომების ბოლო, მეექვსე ნაწილი 5 მაისს გამოვა.

„ამ ალბომზე მთელი დეკადა ვმუშაობდი, რათა იდეალური აკუსტიკური ალბომი გამომეძერწა. ვწერდი ასობით სიმღერას იმ მკაფიო ხედვით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ალბომი. თუმცა 2022 წლის დასაწყისში გარკვეულმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა, მუსიკასა და ხელოვნებასთან დამოკიდებულება  მკაფიოდ შეცვალა.  ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიძირებოდი. თავს ზევით ვწევდი, მაგრამ ჰაერის ჩასუნთქვას ვერ ვახერხებდი. როგორც არტისტს,  ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი თავის უნდა  გამომეხატა. ეს ალბომი ზუსტად ეს არის. ეს არის ჩემი სულისთვის კარის გაღება. Პირველად ხდება, რომ არ ვცდილობ იმ ალბომის შექმნას, რომელიც ხალხს მოეწონება. Მე უბრალოდ გარეთ ვუშვებ იმას, რაც გულწრფელი და ნამდვილია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი პირველი ქალია, რომელსაც ინსტაგრამზე 400 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

შემდეგი სტატია

კორტნი ლავი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ ქალების არასაკმარისი რეპრეზენტაციის გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი