კორტნი ლავი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ ქალების არასაკმარისი რეპრეზენტაციის გამო აკრიტიკებს

კორტნი ლავმა მწერალ ჯესიკა ჰოპოერის ტვიტი და დეივ გროლთან მიმოწერა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა, რომ  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ ქალებს ნაკლებად წარმოაჩენს.

კორტნი ლავმა მწერალ ჯესიკა ჰოპოერის ტვიტი გამოაქვეყნა. ჯესიკა ჰოპერი პოსტში აღნიშნავს, რომ „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ წარმოდგენილი 719 არტისტიდან მხოლოდ 61 არის ქალი, რაც საერთო რაოდენობის 8,5 პროცენტია. 

2020 წელს,  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოების ცერემონიის წინ, ამერიკულმა არასამთავრობო მედია ორგანიზაცია National Public Radio-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ინსტიტუციის მიერ სწორედ ქალი არტისტების რეპრეზენტაციის პრობლემას შეეხებოდა. 

აღნიშნული საკითხის შესახებ საჯაროდ ისაუბრა ჯენეტ ჯექსონმაც. მან თავისი პოზიცია  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მომღერალმა მიმართვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა – „2020 წელს მეტი ქალი არტისტის ვარსკვლავი გახსენით“. 2020 წელს სამი ქალი მუსიკოსი – უიტნი ჰიუსტონი, ჩაკა ხანი და პატ ბენატარი იყვნენ ნომინირებული, თუმცა ინსტიტუციამ ვარსკვლავი მხოლოდ უიტნი ჰიუსტონს გაუხსნა. 

ჯესიკა ჰოპერის ტვიტთან ერთად, კორტნი ლავმა მოკლეტექსტური შეტყობინების ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. Შეტყობინების ადრესატი დეივ გროლია, რომელსაც 2021 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს და შინაარსიდან გამომდინარე, გზავნილიც ამ დროით თარიღდება.  „დეივ, ისიამოვნე ცერემონიით და ადგილი დაუკავე ტინა ტერნერსა და კეროლ კინგს, რომლებიც ამ ჯილდოს 30 წლის განმავლობაში ყოველთვის იმსახურებდნენ.“ – მიმართავს კორტნი ლავი დეივ გროლს. აღსანიშნავია, რომ ტერნერი და კინგი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა“ 2021 წელს სოლო შემსრულებლების სტატუსით დააჯილდოვა. 

Billboard-მა „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ და  დეივ გროლს კომენტარისათვის მიმართა. გროლის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარზე უარი განაცხადა. 

2023 წლის „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოებაზე ექვსი ქალია ნომინირებული:  ქეით ბუში, შერილ კროუ, მისი ელიოტი, სინდი ლოპერი, ჯილიან გილბერტი და მეგ უაიტი. ნომინანტებს შორის შერჩეულ მუსიკოსებს  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ მაისში გამოავლენს, ცერემონია კი შემოდგომაზე გაიმართება. 

ნახეთ კორტნი ლავის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანი მის გარდაცვლილ მეგობარს, ჯამალ ედვარდსს იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა Eyes Closed სწორედ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზეა

შემდეგი სტატია

2023 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების წამყვანი დრიუ ბერიმორი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი