The Eras Tour: ნახეთ ფოტოები ტეილორ სვიფტის ტურნეს გამხსნელი კონცერტიდან

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნე დაიწყო. ფოტოებზე ტურნეს გამხსნელი შოუა აღბეჭდილი.
ფოტო: ჯონ შირერი/TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა დაანონსებული ტურნე, სახელწოდებით  – The Eras Tour დაიწყო. ეს ბოლო ხუთ წელში არტისტის პირველი საკონცერტო ტურნეა. 

სვიფტმა ტური17 მარტს არიზონას შტატში, ქალაქ გლენდეილში მდებარე State Farm Stadium-ზე გამართული კონცერტით გახსნა. „ამაღამ ჩვენ თავგადასავალი გველის“ – მიმართა სვიფტმა აუდიტორიას. 

კონცერტის ამსახველ ფოტოებში ნაჩვენებია შოუ, რომელზეც არტისტმა 44 სიმღერა შეასრულა. საკონცერტო პროგრამამ სვიფტის ყველა სტუდიურ ალბომში შემავალი კომპოზიციები გააერთიანა. კონცერტი გამორჩეული იყო სასცენო გაფორმებით და შოუს ვიზუალური ელემენტებით. შოუ  სამ საათსა და 15 წუთს გრძელდებოდა. სცენაზე ტურში მონაწილე მუსიკოსები და მოცეკვავეები წარდგნენ, რომელთან ერთადაც სვიფტი ტურის ფარგლებში თანამშრომლობს. შოუს ათასობით მსმენელი ესწრებოდა.

კონცერტზე ბევრ ნაცნობ სიმღერასთან ერთად გაჟღერდა ისეთი კომპოზიციებიც, რომლებიც ტეილორ სვიფტმა სცენაზე ცოცხლად პირველად შეასრულა. 

ნახეთ ფოტოები, რომლებიც ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნეს – The Eras Tour-ის ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონცერტს ასახავს:

ფოტო: კევინ მაზური/TAS Rights Management

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Circus Mircus-ის ახალი სინგლი

შემდეგი სტატია

მადონამ მაქს მარტინთან ერთად სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი