ჯასტინ ტიმბერლეიკი  Louis Vuitton-ის და იაიოი კუსამას კოლექციის კამპანიაში გამოჩნდა

მოდის სახლმა კამპანია სახელწოდებით Creating Infinity იაპონელ სიურრეალისტ არტისტთან, იაიოი კუსამასთან თანამშრომლობის ფარგლებში წარადგინა.
ფოტო: პასკალ ლე სეგრეტეინი/Louis Vuitton


პოპ ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი  Louis Vuitton-ის ახალი კამპანიის სახეა. მოდის სახლმა კამპანია სახელწოდებით Creating Infinity იაპონელ სიურეალისტ არტისტთან, იაიოი კუსამასთან თანამშრომლობის ფარგლებში წარადგინა. ფოტოებში ტიმბერლეიკს აცვია კოსტიუმი, რომელიც კუსამას ნამუშევრებით შთაგონებული პრინტებით არის გაფორმებული. ამავე ფოტოებში, პოპ ვარსკვლავს ჩანთა უკავია, რომელის დიზაინიც იაპონელი არტისტის ხელწერისათვის დამახასიათებელი გოგრის გამოსახულებებით არის გაფორმებული.  

Creating Infinity-ის კამპანიაში ამ დრომდე არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა. Მათ შორის: ქეით ბლანშეტი, ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ, იაპონელი მსახიობი ჟოუ დონგიუ და Squid Games-ის ვარსკვლავი – ჰოეიონი. ყველა მათგანი ცნობილმა ფოტოგრაფმა, სტივენ მეიზელმა გადაიღო.

თებერვალში ჯასტინ ტიმბერლეიკმა სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრო. მან თავის ცოლს, ჯესიკა ბეილს 41 წლის იუბილე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა. ჯასტინმა პოსტის აღწერაში აღნიშნა, რომ ჯესიკა ბეილი, როგორც პარტნიორი, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ახდენილი ოცნებაა. 

ნახეთ ედითორიალი, რომელშიც ჯასტინ ტიმბერლეიკი Louis Vuitton-ის ახალი კამპანიის ფარგლებში გადაიღეს:

ჯასტინ ტიმბერლეიკი x Louis Vuitton
იაიოი კუსამა/Louis Vuitton

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია

შემდეგი სტატია

„გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ მიხედვით, The Weeknd მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არტისტად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი