ანუშკა ჩხეიძის ტრეკი Borders ლეიბლ Giraffe tapes-ზე უკრაინის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში გამოიცა

„ეს ტრეკი არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ადგილი დაკარგო. ამ იდეიდან გამომდინარე, Borders ამბიენთური ჟღერადობის ნოსტალგიური ტრეკია, რომელიც შენს ძველ სახლს, შენს ძველს სამყოფელს გახსენებს“.
ანუშკა ჩხეიძე

ქართველი მუსიკოსის ანუშკა ჩხეიძის ტრეკი Borders ხმისჩამწერ ლეიბლ Giraffe tapes-ზე გამოიცა. მუსიკალური კომპოზიცია სხვადასხვა არტისტების კომპილაციაში, სახელწოდებით „…for my Ukraine“-ის  მეორე გამოცემაში გაერთიანდა. Giraffe tapes-ის დამფუძნებელი ოლექსანდრ დემიანენკოა, VA  „…for my Ukraine“ კი, როგორც მუსიკალური ინიციატივა, უკრაინის მხარდასაჭერი პროექტია. 

„ამ პროექტში ბევრი ქართველი მუსიკოსია ჩართული, მათ შორის მეც. Პირველ რელიზშიც მივიღე მონაწილეობა და ერთი კომპოზიცია გავეცი. VA  „…for my Ukraine“ -ის მეორე გამოცემაში კი ჩემი ეს მუსიკალური ნამუშევარი – Borders არის შესული. Borders კონკრეტულად ამ პროექტისათვის არ შექმნილა, იქამდე მქონდა და ის ჩემს ქვეყანას უკავშირდება. გარკვეული პერიოდის წინ, ქართველ ფოტოგრაფთან თაკო რობაქიძესთან ერთად ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც საზღვრისპირა რეგიონებში უნდა ყოფილიყო გადაღებული და Სწორედ მაშინ შეიქმნა Borders. შემდეგ ეს პროექტი შეიცვალა და სრულიად სხვა მუსიკა გამოვიყენე, მაგრამ Borders დარჩა ნამუშევრად, რომელიც  საზღვრებს, საზღვრისპირა ტერიტორიებს უკავშირდება. ეს ტრეკი არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ადგილი დაკარგო. ამ იდეიდან გამომდინარე, Borders ამბიენთური ჟღერადობის ნოსტალგიური ტრეკია, რომელიც შენს ძველ სახლს, შენს ძველს სამყოფელს გახსენებს. როცა მომწერეს, რომ VA  „…for my Ukraine“-ის მეორე გამოცემა იგეგმებოდა, ვიფიქრე, რომ Borders სწორედ მის ფარგლებში უნდა გამოცემულიყო“ – ამბობს ანუშკა ჩხეიძე „BIllboard საქართველოსთან“ საუბრისას. 

 „…for my Ukraine“ პირველად 2022 წლის მარტში გამოიცა. VA “…for my Ukraine” Vol. II კი ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 20 მარტს გამოცემა და მასში 35 ტრეკია შესული. 

მოუსმინეთ  ანუშკა ჩხეიძის კომპოზიციას, სახელწოდებით Borders:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ენ ჰეთეუეი და მიკაელა კოელი ერთად ითამაშებენ ფილმში Mother Mary

შემდეგი სტატია

ჟერარდ პიკე შაკირასთან დაშორების შესახებ დუმილს არღვევს: „მინდა, ჩემი თავის ერთგული ვიყო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი