ქართულმა როკ ჯგუფმა Parasite-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ცოცხალი შესრულების ამსახველი ვიდეო გადაღებულია კომპოზიციაზე სახელწოდებით Pollychronion, რომლის შექმნის პროცესში, ბენდმა გრემის ნომინანტ მასტერინგის ინჟინერთან – რობინ შმიდტთან ითანამშრომლა.

ქართულმა როკ ჯგუფმა, სახელწოდებით Parasite ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა,რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Pollychronion.

Parasite 2021 წელს შეიქმნა. ბენდი სამი წევრისაგან შედგება: ბექა მინაძე – გიტარა, ვოკალი; სანდრო კიკნაძე – ბასი; ლუკა ბოკუჩავა – დრამი, პერკუსია. ჯგუფი სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს აერთიანებს – მოიცავს პროგრესივ როკს, ალტერნატიურ როკს და ელექტრონული მუსიკის დეტალებს. 

გამოქვეყნებული ვიდეო  კომპოზიციის ცოცხალ შესრულებას ასახავს და ვარშავაში, Nebula Studio-შია ჩაწერილი  გადაღებული. 

ბექა მინაძე:

გამომდინარე იქიდან, რომ ბენდის სამივე წევრი ცოცხალი შესრულების პროცესში საკუთარ თავს ყველაზე უკეთ გამოვხატავთ, გადავწყვიტეთ, რომ  ამ ჩანაწერის პირველი ვერსიაც ცოცხალი სესია ყოფილიყო. უამრავი ტექნიკური დეტალის გამო, სიმღერის სტუდიაში ცოცხლად  ჩაწერა  თავისებურად გამოწვევაც არის,  მაგრამ ეს პროცესი ყოველ ჯერზე მაინც მიმზიდველი და საინტერესოა.“

Parasite-ის კომპოზიციების პროდაქშენსა და მიქსინგზე  ყოველთვის თავად ბენდის წევრები მუშაობენ, თუმცა Pollychronion-ის შემთხვევაში  მიქსინგზე ილია ლუკაშევმა, ხოლო  და მასტერინგზე გრემის ნომინანტმა ცნობილმა გერმანელმა პროფესიონალმა – რობინ შმიდტმა იმუშავა.  


კომპოზიცია  Pollychronion სამი წლის წინ დაიწერა. ტრეკის გამხსნელი სემპლი აღებულია 90-იანი წლების ცნობილი ქართული პანკ ბენდის, Outsider-ის სიმღერიდან, სახელწოდებით Mosapsamad.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა სამი წლის წინ დაიწერა, ვფიქრობთ, ახლა უფრო რელევანტური და აქტუალურია თემატიკა, რასაც მისი შინაარსი ეხება. “პოლიქრონიონ” არის ტერმინი ფილმ „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი სცენიდან, რომელშიც საზოგადოება თავის “მამა მარჩენალს” ამ სიტყვით ადიდებს და უმღერის. Outsider-ის სიმღერიდან სემპლის აღებაც შემთხვევითი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. Mosapsamad-ის მოსმენამ, თავდაპირველადვე ჩემში დიდი ინსპირაცია გამოიწვია. ვფიქრობ, Outsider-ის ამ სიმღერის დასაწყისის შამანური ვიბრაცია და ჰარმონია კარგად ერწყმის  ჩვენს მუსიკას.“ – ბექა მინაძე. 

Parasite-ის წევრები  ამჟამად პოლონეთში მოღვაწეობენ. ჯგუფს კრაკოვსა და ვარშავაში რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი. 

კონცერტების შემდეგ EP-ზე მუშაობას ვფიქრობთ, რომელსაც სხვადასხვა ევროპულ სცენაზე დავუკრავთ. ჯგუფი ჯერჯერობით დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე მოღვაწეობს“ – ბექა მინაძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dear Mama-ს ახალ ტრეილერში თუფაქ შაკური დედასთან, აფენი შაკურთან ურთიერთობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერის ვაჟი ნიკოლასი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი