ქართულმა როკ ჯგუფმა Parasite-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ცოცხალი შესრულების ამსახველი ვიდეო გადაღებულია კომპოზიციაზე სახელწოდებით Pollychronion, რომლის შექმნის პროცესში, ბენდმა გრემის ნომინანტ მასტერინგის ინჟინერთან – რობინ შმიდტთან ითანამშრომლა.

ქართულმა როკ ჯგუფმა, სახელწოდებით Parasite ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა,რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Pollychronion.

Parasite 2021 წელს შეიქმნა. ბენდი სამი წევრისაგან შედგება: ბექა მინაძე – გიტარა, ვოკალი; სანდრო კიკნაძე – ბასი; ლუკა ბოკუჩავა – დრამი, პერკუსია. ჯგუფი სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს აერთიანებს – მოიცავს პროგრესივ როკს, ალტერნატიურ როკს და ელექტრონული მუსიკის დეტალებს. 

გამოქვეყნებული ვიდეო  კომპოზიციის ცოცხალ შესრულებას ასახავს და ვარშავაში, Nebula Studio-შია ჩაწერილი  გადაღებული. 

ბექა მინაძე:

„გამომდინარე იქიდან, რომ ბენდის სამივე წევრი ცოცხალი შესრულების პროცესში საკუთარ თავს ყველაზე უკეთ გამოვხატავთ, გადავწყვიტეთ, რომ  ამ ჩანაწერის პირველი ვერსიაც ცოცხალი სესია ყოფილიყო. უამრავი ტექნიკური დეტალის გამო, სიმღერის სტუდიაში ცოცხლად  ჩაწერა  თავისებურად გამოწვევაც არის,  მაგრამ ეს პროცესი ყოველ ჯერზე მაინც მიმზიდველი და საინტერესოა.“

Parasite-ის კომპოზიციების პროდაქშენსა და მიქსინგზე  ყოველთვის თავად ბენდის წევრები მუშაობენ, თუმცა Pollychronion-ის შემთხვევაში  მიქსინგზე ილია ლუკაშევმა, ხოლო  და მასტერინგზე გრემის ნომინანტმა ცნობილმა გერმანელმა პროფესიონალმა – რობინ შმიდტმა იმუშავა.  


კომპოზიცია  Pollychronion სამი წლის წინ დაიწერა. ტრეკის გამხსნელი სემპლი აღებულია 90-იანი წლების ცნობილი ქართული პანკ ბენდის, Outsider-ის სიმღერიდან, სახელწოდებით Mosapsamad.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა სამი წლის წინ დაიწერა, ვფიქრობთ, ახლა უფრო რელევანტური და აქტუალურია თემატიკა, რასაც მისი შინაარსი ეხება. “პოლიქრონიონ” არის ტერმინი ფილმ „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი სცენიდან, რომელშიც საზოგადოება თავის “მამა მარჩენალს” ამ სიტყვით ადიდებს და უმღერის. Outsider-ის სიმღერიდან სემპლის აღებაც შემთხვევითი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. Mosapsamad-ის მოსმენამ, თავდაპირველადვე ჩემში დიდი ინსპირაცია გამოიწვია. ვფიქრობ, Outsider-ის ამ სიმღერის დასაწყისის შამანური ვიბრაცია და ჰარმონია კარგად ერწყმის  ჩვენს მუსიკას.“ – ბექა მინაძე. 

Parasite-ის წევრები  ამჟამად პოლონეთში მოღვაწეობენ. ჯგუფს კრაკოვსა და ვარშავაში რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი. 

„კონცერტების შემდეგ EP-ზე მუშაობას ვფიქრობთ, რომელსაც სხვადასხვა ევროპულ სცენაზე დავუკრავთ. ჯგუფი ჯერჯერობით დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე მოღვაწეობს“ – ბექა მინაძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dear Mama-ს ახალ ტრეილერში თუფაქ შაკური დედასთან, აფენი შაკურთან ურთიერთობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერის ვაჟი ნიკოლასი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი