„კოლექტივი“ – ნოსტალგიური ასოციაციით შექმნილი ქართული მუსიკა

„ენას, რომელსაც ვიყენებთ და ამ ენით გადმოცემული სათქმელიც ძალიან სახასიათოდ აქაურია. ჩვენი სიმღერების განწყობა ბევრისათვის ნაცნობი და ახლობელია“


დაახლოებით სამი წლის წინ, ქართველმა მსმენელმა ახალი ჯგუფი, სახელწოდებით „კოლექტივი“ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მუსიკალურ სცენაზე ხშირად ვხვდებით ახალ პროექტებს და ახალი ბენდის გამოჩენასაც აუდიტორია მიჩვეულია, „კოლექტივმა“ ერთგული მსმენელის შეძენა ძალიან მალე შეძლო. ჯგუფის გარშემო გაერთიანდნენ ადამიანები, ვისთვისაც ბენდის ჟღერადობა და ასოციაციური ტექსტები ახალ მუსიკალურ გამოცდილებად იქცა. 

„კოლექტივი“ 2019 წელს შეიქმნა, მათი მიმართულება „ინდია“, თუმცა მუსიკალური ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს აერთიანებს. ჯგუფის წევრები არიან: მარიამ სამუშია, მიხო კალანდარიშვილი, სანდრო დიასამიძე, დიმა დიასამიძე, გიკო კვანტრიშვილი და ანუკა ყიფშიძე. „კოლექტივის“ წევრები მეგობრები არიან და საერთო მუსიკალური პროექტის შექმნის იდეაც ერთ-ერთი მეგობრული საუბრისას დაიბადა.  

„კოლექტივის“ ნამუშევრები მელოდიურია, ტექსტები კი მსმენელში ნოსტალგიურ ასოციაციას იწვევს; წარსულში, თუნდაც  ბავშვობაში ნანახს, ან  განცდილ მდგომარეობას, რომელსაც ბუნდოვანი მოგონებები და ძლიერი ემოციური კავშირი აქვს. როგორც ბენდის ვოკალისტი, მარიამ სამუშია ახასიათებს, „კოლექტივის“ სიმღერები საზიარო ემოციებისა და მოგონებების კრებულია. 

მარიამ სამუშია: 

„ჩვენ ქართულ სიმღერებს ვწერთ. მელოდიურობის თვალსაზრისით, ეს შეიძლება არც იყოს ასე საგრძნობი. ნაფიქრი და გააზრებული არჩევანია, რომ ქართულ ენაზე ვიმღეროთ. ენას, რომელსაც ვიყენებთ და მისი მეშვეობით გადმოცემული სათქმელიც ძალიან სახასიათოდ აქაურია. ჩვენი სიმღერების განწყობა ბევრისათვის ნაცნობი და ახლობელია“

შექმნის მომენტიდან  ბენდი ძირითადად სტუდიურ მუშაობაზე იყო კონცენტრირებული, ამას პანდემიაც დაემთხვა და ახალი ნამუშევრების გაზიარების ერთადერთ პლატფორმად ციფრული სივრცე იქცა. „კოლექტივმა“ სადებიუტო  ალბომი, სახელწოდებით „დამსწრე საზოგადოება“  2020 წელს გამოუშვა. ბენდი მსმენელის წინაშე 2022 წელს Tbilisi Open Air–ზე, შემდეგ კი, იმავე წელს  რაჭაში გამართულ ფესტივალ Rokva-ზე წარდგნენ. 

ცოცხალი აუდიტორიის წინაშე პირველად გამოსვლა არტისტისა და მუსიკალური „კოლექტივისათვის“, ყოველთვის საინტერესო გამოცდილებაა. ფიზიკურ და ცოცხალ სივრცეში მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ის ენერგეტიკული კავშირი მყარდება, რომელიც მომავალში ბევრს განსაზღვრავს. „კოლექტივის“ წევრებისათვის ეს გამოცდილება მსმენელთან სიახლოვის აღქმის საშუალება იყო, იმის გააზრების, რომ არსებობდა აუდიტორია, რომელსაც არასდროს დაეზარებოდა მათ მოსასმენად მისვლა, ვინც ზეპირად იცოდნენ სიმღერის ტექსტები, მელოდიური გადასვლები და ზუსტად ხვდებოდნენ იმ სათქმელს, რასაც ბენდი თითოეული კომპოზიციით გადმოსცემდა. „მომენტი, როცა გავაცნობიერე, რომ აუდიტორია კარგად გვიცნობდა და ჩვენი მსმენელი იყო, პირველი ლაივი იყო.  ეს იყო მაშინ, როცა დაკვრა დავიწყეთ და  ხალხი ჩვენს სიმღერებს აჰყვა.“ – გიკო კვანტრიშვილი.

„კოლექტივის“ სიმღერები მოსმენისთანავე გამახსოვრდება და შესაძლოა აგეკვიატოთ კიდეც. ამას ისევ და ისევ ის ნაცნობი ხასიათი იწვევს, რასაც ტექსტების შინაარსი ატარებს. სიმღერების  სათაურებსა და ტექსტებში ნოსტალგიურ ასოციაციებთან ერთად შესაძლოა სარკაზმიც დაინახოთ, თუმცა ეს არასდროს არის გამაღიზიანებელი, რადგან „კოლექტივის“ ნამუშევრებში ყველაფერი გულწრფელია. 

ტექსტებზე ძირითადად მარიამ სამუშია და მიხო კალანდარიშვილი მუშაობენ.  „კოლექტივის“ მუსიკის შექმნის პროცესში ჯერ მელოდიის მონახაზი იბადება და შემდეგ იწყება ტექსტზე მუშაობა. დროთა განმავლობაში დაგროვილი, მოსმენილი და გაგონილი ფრაზები წინადადებების ერთგვარ კოლექციად იქცევა, რომელსაც „კოლექტივის“ სიმღერის ტექსტების ნაწილი ბუნებრივად ხდება.

„ასეთ ფრაზებს სულ ვაგროვებთ და ახალ მელოდიაზე რომ ვმუშაობთ, ვუბრუნდებით. Მიხოს შემთხვევაში ეს კოლექცია ბლოკნოტშია თავმოყრილი, ჩემ შემთხვევაში კი, ხმოვან ჩანაწერებში. ვიწყებთ აზრების და ფრაზების ძებნას“ – მარიამ სამუშია. 

„კოლექტივის“ მუსიკალური ვიდეოები ილუსტრაციებით შექმნილი ნამუშევრებია, რომლებიც ბენდის მუსიკის მთავარ დეტალს – განწყობას, სახასიათო ვიზუალიზაციით გამოხატავს და მსმენელთან საკომუნიკაციო თავისებურ ენას ქმნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BLACKPINK-ის ჯისუს სოლო სიმღერის კლიპიდან პირველი კადრები გავრცელდა

შემდეგი სტატია

სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი