4D MONSTER LOBSTERS-მა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

4D MONSTER LOBSTERS წელს მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის არის.

ქართულმა ინდი ჯგუფმა – 4D MONSTER LOBSTERS ახალი სიმღერა სახელწოდებით  OLGA და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ამ დროისათვის OLGA ჯგუფის ბოლო მუსიკალური ნამუშევარია და ბენდმა ის წინა ტრეკის გამოქვეყნებიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წარადგინა.  

„ბოლომდე ვეცადეთ, რომ კლიპიც და ტრეკიც არაპრეტენზიული ყოფილიყო. OLGA ალეგორიულად, მაგრამ კონკრეტულად ეხება იმ გაუგებარ პრობლემებს, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება. ტრეკის კეთებისას იმ კომფორტის ზონიდან გამოვედით, რომელიც ჩვენ მუსიკაში აქამდე გვქონდა. გვინდოდა ჟღერადობით ყველა წინა ტრეკისგან განსხვავებული ყოფილიყო. შემოდგომამდე ახალი ჟღერადობის კიდე რამდენიმე ნამუშევარს დავდებთ. კლიპი ისეთი რომ გამოსულიყო, როგორიც გამოვიდა, ძალიან დაგვეხმარა მარიამ ჩალიგავა, ნიკა სარალაშვილი და გიორგი გოცირიძე. ვფიქრობთ, რომ კლიპში მონაწილე სამსახიობო გუნდშიც იდეალური ხალხი შევარჩიეთ“ –  ამბობს „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას 4D MONSTER LOBSTERS-ის წევრი ბექა თევდორაშვილი. 

4D MONSTER LOBSTERS წელს მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის არის. ბენდი 25 ივნისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს. ამავე საფესტივალო დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგებიან გლობალური მუსიკალური სცენის ისეთი ცნობილი სახელები, როგორებიც არიან MODERAT და IMANY. 

ნახეთ 4D MONSTER LOBSTERS-ის ახალი კლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანა სოციალურ ქსელში თავის ათი თვის შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

„ვთამაშობთ კაბუკის” – პრემიერა სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი