„ვთამაშობთ კაბუკის” – პრემიერა სოხუმის თეატრში

სპექტაკლი მე-15 საუკუნის იაპონური პიესის „აბრეშუმის ფარანის” მიხედვით დაიდგა და ის სამურაისა და გარდაცვლილი გოგონას აჩრდილის სიყვარულის ისტორიაზეა.

6, 7 და 8 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა შედგება. „ვთამაშობთ კაბუკის” მე-15 საუკუნის იაპონური პიესის „აბრეშუმის ფარანის” მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი დავით პაპავაა. სცენოგრაფი და კოსტიუმების ავტორი – Molu. ქორეოგრაფია ნათია ბუნტურს, ხოლო მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძეს ეკუთვნის.

დავით პაპავა

დავით პაპავა:

„ეს კაბუკის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა იაპონიაში, რომელიც იქ ყოველწლიურად იდგმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმის პრეტენზია ვერ გვექნება, რომ 100%-ით კაბუკი გავაკეთოთ. Ამიტომაც ჰქვია სპექტაკლს „ვთამაშობთ კაბუკის”. გვაქვს მცდელობა, კაბუკის რამდენიმე ელემენტი გამოვიყენოთ. Ესენია: კოსტიუმები, პლასტიკა, მაკიაჟი, მუსიკალური ინსტრუმენტები. 

სიუჟეტს რაც შეეხება, ეს არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ უცნაური ისტორია. სამურაის უყვარდება გოგონა, რომელიც აღმოჩნდება აჩრდილი, ანუ გარდაცვლილი სული. მიუხედავად იმისა, რომ სამურაის აფრთხილებენ, რომ მისთვის ეს ურთიერთობა საშიშია და შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს, ის მაინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ გოგონასთან ერთად იყოს. სწორედ ამიტომ გვაქვს მოფიქრებული ასეთი ფინალი, რომ მათი სულები ერთმანეთს სამოთხეში ხვდებიან.”

რეჟისორის გადაწყვეტილებით სპექტაკლში გამოყენებულია ვიზუალური ჩანართები ვიდეოების სახით, რომლებიც მაყურებელს ამბის უკეთ აღქმაში ეხმარება. გარდა ამისა, „ვთამაშობთ კაბუკის” ტრადიციული კაბუკისგან კიდევ ერთი მთავარი რამ განასხვავებს. 

„სპექტაკლი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ კაბუკის თეატრში მხოლოდ მამაკაცები თამაშობენ. ყველა როლს,როგორც კაცის, ასევე ქალის, ისინი ასრულებენ. ჩვენ კი პირიქით გავაკეთეთ. ეს ჩემი იდეა იყო, რომ აქ ყველა როლი ქალებს ეთამაშათ. არც გამიგონია, ასეთი რამ თუ მომხდარა კაბუკის თეატრში. დიდი გამოწვევა და ექსპერიმენტია.”

ნახეთ ფოტოები სპექტაკლის რეპეტიციიდან

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

4D MONSTER LOBSTERS-მა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

ლეონარდო დიკაპრიო მოწმის სახით გამოიკითხა ფულის გათეთრების საქმეში, რომელშიც ბრალი რეპერ Pras-ს ედება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) იუნესკოს მიერ 1948 წელს დაფუძნდა. საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი