კორტნი ლავმა Creams-ის სიმღერა – Sleep On Me გააზიარა

I enjoy being sent fabulous women who fucking rock @creams.creams. you go girl – წერს კორტნი ლავი ინსტაგრამ სთორიზე.
Creams - ვიდეო-კლიპი SLEEP ON ME
Creams – ვიდეო-კლიპი SLEEP ON ME

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Creams-ის შემოქმედებამ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის კორტნი ლავის ყურადღება მიიპყრო.  გასულ წელს კორტნიმ ქართველი მუსიკოსის  სიმღერა DIE 4 YOU გამოაქვეყნა. ახლა კი, ინსტაგრამ გამომწერებს Creams-ის სიმღერა Sleep On Me გაუზიარა, რომელიც Netflix-ის პოპულარული სერიალის, ლუციფერის, საუნდტრეკიცაა.

„არ მჯერა, ეს უკვე მეორედ მოხდა და ლეგენდარულმა კორტნი ლავმა ჩემი ნამუშევარი გააზიარა. ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს, ვაფასებ ამას და სამუდამოდ მადლობელი ვარ, რომ ხალხს უყვარს და აზიარებს იმას რასაც  ვაკეთებ. ეს ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს“ – წერს Creams ფეისბუქ გვერდზე.

„I enjoy being sent fabulous women who fucking rock @creams.creams. You go girl“ – წერს  კორტნი ლავი ინსტაგრამ სთორიზე, სადაც მუსიკოსის ოფიციალური Youtube არხიც აქვს მონიშნული. 

თებერვალში Creams-მა ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი Need to Talk  გამოაქვეყნა, სადაც მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავადვეა.

ნახეთ კორტნი ლავის ინსტაგრამ სთორი და Creams-ის სიმღერა Sleep On Me:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსი სამოცდამეხუთე „გრემის“ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ლესტერ კოენი

ფარელ უილიამსი The Hill Awards-ზე 2023 წლის „გრემის“ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება

შემდეგი სტატია

GLAAD Media Awards-ზე სიტყვით გამოსვლისას, კრისტინა აგილერამ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრების სურვილზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი