ფარელ უილიამსი The Hill Awards-ზე 2023 წლის „გრემის“ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება

ღონისძიება აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერებს ჩაკ შუმერსა და სენატორ ბილ კესიდსაც მიეძღვნება
ფარელ უილიამსი სამოცდამეხუთე „გრემის“ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ლესტერ კოენი
ფარელ უილიამსი სამოცდამეხუთე „გრემის“ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ლესტერ კოენი

ფარელ უილიამსს 2023 წლის „გრემის“ on the Hill Awards-ზე დააჯილდოებენ, რომელიც 26 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. ყოველწლიური ღონისძიება კონგრესის ლიდერებს და მუსიკოსებს აერთიანებს, რათა იმ ადამიანების ღვაწლი აღნიშნონ ვინც საავტორო უფლებების დაცვისთვის იბრძოდა. წლევანდელი ღონისძიება ასევე მიეძღვნება სენატის უმრავლესობის ლიდერებს ჩაკ შუმერსა და სენატორ ბილ კესიდს.

სპეციალურად მოწვეულ სტუმართა და დამსწრე საზოგადოების ვინაობა შემდეგ კვირას გახდება ცნობილი, ღონისძიება კი ქალაქის ეროვნული ბანკის მიერაა დაფინანსებული. 

„გრემის“ ეს ღონისძიება ყურადღებას მუსიკის ძალაზე ამახვილებს, რომელსაც ჩვენ მსოფლიოში ცნობილი არტისტები და ერის ლიდერები  ვაერთიანებთ. პრივილეგიაა ფარელის უმრავლესობის ლიდერ შუმერთან და სენატორ კესიდისთან ერთად დაჯილდოება. ისინი დაუღალავად იბრძოდნენ მუსიკისთვის, რომელიც იცავს კრეატიულობას და საზოგადოებაში სწორ ხედვას აყალიბებს“. – თქვა ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვი მეისონმა.

ფარელ უილიამსმა ორგანიზაცია Black Ambition და YELLOW-ის დაფუძნებით აჩვენა, რომ მას საავტორო უფლებების დაცვა და ამ სფეროში სამართლიანობა სურს.

ფარელ უილიამსი ცამეტი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია, მათ შორის სამჯერ წლის საუკეთესო პროდიუსერის ჯილდო გადაეცა. მას მიღებული აქვს ორი „ოსკარი“ ნომინაციაში „ორიგინალური სიმღერისთვის“ Happy, და „საუკეთესო პროდიუსერი“ ფილმისთვის Hidden Figures. 2019 წელს ფარელმა Emmy-s ნომინაცია სიმღერისთვის Letter to My Godfather-თვის მიიღო. 2020 წელს იგი „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შევიდა. 2018 წელს კი, მათ მხარი დაუჭირეს  „მუსიკის მოდერნიზაციის აქტს“.

სენატორები შუმერი და კესიდი მუსიკოსებს მუდმივად უჭერდნენ მხარს, აღსანიშნავია კამპანია Save Our Stages Act-ის თანასპონსორობა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში კოვიდ პანდემიის დროს შეიქმნა. 

დაჯილდოებაზე სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც იქნებიან, მეორე დღეს კი, ოცდაშვიდ აპრილს ხმის ჩამწერი აკადემია ყოველწლიურ „გრემის“ Hill Advocacy Day-ის ცერემონიას უმასპინძლებს.

გასული ოცდაერთი წლის განმავლობაში Grammys on the Hill-ის ცერემონია პატივს მიაგებდა არტისტებს და კონგრესის ლიდერებს; მათ შორის იოლანდა ადამსს, გარეტ ბრუკსს, Missy Elliott-ს, ქუინსი ჯონს, ჯონ მაიერსს, ასევე იმ დროინდელ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს და სენატორს ჰილარი როდამ კლინტონს, და სხვა მრავალ პოლიტიკურ ლიდერს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შაკირა შვილებთან ერთად ბარსელონას ტოვებს: „ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ”

შემდეგი სტატია

Creams - ვიდეო-კლიპი SLEEP ON ME

კორტნი ლავმა Creams-ის სიმღერა – Sleep On Me გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი