Pink Floyd-ის The Dark Side of the Moon: Live „ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტის“ წამყვან ათეულშია

ალბომი სხვა კატეგორიის ჩარტებშიც ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგალითად – როკ ალბომების ჩარტში მე-9 ადგილი დაიკავა, ვინილის ჩარტში კი, მეხუთე.
ფოტო: Hipgnosis

Pink Floyd-ის საარქივო ალბომი –  The Dark Side of the Moon: Live, რომელიც ლონდონში 1974 წელს ჩაიწერა, Billboard-ის ჩარტების ათეულში მოხვდა.The Dark Side of the Moon: Live-მა „ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტში“ მე-8 ადგილი დაიკავა. ალბომი სხვა კატეგორიის ჩარტებშიც ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგალითად: „როკ ალბომების ჩარტში“ მე-9 ადგილი დაიკავა, „ვინილის ჩარტში“ – მე-5, ხოლო „Billboard 200-ის ჩარტში“  – 49-ე ადგილი. 

The Dark Side of the Moon: Live ლონდონში 1974 წელს  Wembley Arena-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერია. მიუხედავად იმისა, რომ ამ შოუზე გაჟღერებული რამდენიმე სიმღერა ბენდის სხვადასხვა გამოცემაშია შესული, სრული კონცერტის ჩანაწერი დამოუკიდებელი ალბომის სახით პირველად 23 მარტს გამოიცა. 

ალბომთან ერთად ასევე გამოიცა Dark Side of the Moon-ის სტუდიური ალბომის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ე.წ. boxed set და 10 ტრეკისაგან შემდგარი ციფრული ალბომი. Boxed set აერთიანებს: ორ CD-ს, ვინილების სახით გამოშვებულ ორ  LP-ს, Blu-ray ტექნოლოგიით გამოცემულ აუდიო დისკს, DVD აუდიო დისკს, ბენდის შესახებ ორ წიგნს და ორ ე.წ. „7-ინჩიან“ სინგლს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 24 მონაწილეს შორისაა

შემდეგი სტატია

დევიდ ქროსბი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი