ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 24 მონაწილეს შორისაა

შესარჩევი ტურების ბოლო რაუნდში ქართველმა მომღერალმა ტინა ტერნერის Proud Mary შეასრულა.

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 24 მონაწილეს შორისაა. შოუს ძირითადი შემადგენლობის არჩევის პირველი ეპიზოდი ABC-ს ეთერში გუშინ გავიდა. ტურში სახელწოდებით Showstoppers კონკურსანტები პირველად ასრულებენ სიმღერებს დიდ სცენაზე ბენდთან ერთად, რაც ჟიურის უკვე საშუალებას აძლევს, შეაფასოს მონაწილეების არა მხოლოდ ხმა, არამედ მათი სცენურობაც.

ნუცამ Showstoppers-ის ტურში ტინა ტერნერის სიმღერა Proud Mary შეასრულა. სიმღერის დასრულებისას ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ. კეტი პერიმ კი აღნიშნა: „ჩვენ გაგიჟებული ვართ ნუცაზე.”

ეპიზოდში ნაჩვენები იყო ნუცას წინა გამოსვლაც და ინციდენტი, რომელიც დუეტების ტურში ქართველ მომღერალსა და მის მეტოქეს შორის მოხდა. მაშინ კეტი პერიმ ნუცას კეთილშობილებისკენ მოუწოდა. ქართველ მომღერალს კი, მეტოქისგან განსხვავებით, ინციდენტზე სცენიდან კომენტარი არ გაუკეთებია. გუშინდელ ეპიზოდში კი, ჟიურისთან პირისპირ შეხვედრის დროს, ნუცამ კეტი პერის მიმართა და საკუთარი საქციელი ახსნა.

„კეტი, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან მაშინ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. როცა თქვენ მითხარით: „მეტი კეთილშობილება”, Მე მინდოდა, რომ ამბის ჩემი მხარეც მომეყოლა, მაგრამ თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი… არ მინდოდა, სცენაზე უარყოფითი ენერგია შემომეტანა. ამიტომაც არაფერი ვთქვი. არ მინდოდა სცენაზე ავტირებულიყავი. როცა სცენიდან გავედი, განადგურებული ვიყავი. ამის გამო ბოდიშის მოხდა მინდა.”

ამ სიტყვების შემდეგ კეტი პერი სავარძლიდან წამოდგა, ნუცას ჩაეხუტა და უთხრა: „ეს შესანიშნავია. შენ ხარ ადამიანი დიდი გულით. და ასევე დიდი ნიჭით!” 

ამის შემდეგ უკვე ვერდიქტის გამოცხადების დრო მოვიდა, რაც თავის თავზე ისევ კეტი პერიმ აიღო, რომელმაც ჟიურის გადაწყვეტილება საკმაოდ დამაბნევლად გაახმოვანა.

„ჩვენ არ გადაგიყვანეთ ტოპ 24-ში… ეს შენ გადაიყვანე შენი თავი შენი გასაოცარი ნიჭით. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, შენ გააკეთე. Რაც არ უნდა დამაბნეველი იყოს ახლა ეს ყველაფერი – შენ ტოპ 24-ში ხარ!”

American Idol-ის ძირითადი 24-ეულის მეორე ნაწილის ვინაობა დღევანდელ ეპიზოდში გახდება ცნობილი. შემდეგი კვირიდან კი უკვე ხმის მიცემის ეტაპი დაიწყება და მონაწილეთა ბედს მაყურებელი გადაწყვეტს.

Ნახეთ American Idol-ის ეპიზოდი ნუცას შესახებ

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Khondzi

ხონძის „ფერხული“ და ჯგუფი „კვინტური ფიზიკა“

შემდეგი სტატია

Pink Floyd-ის The Dark Side of the Moon: Live „ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტის“ წამყვან ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი