ალანის მორისეტმა სერიალ Yellowjackets-ის საუნდტრეკის ქავერ ვერსია ჩაწერა

სიმღერას, სახელწოდებით No Return, სერიალში კრეიგ უედრენი და ანა უორონკერი ასრულებენ.
ალანის მორისეტი. SHOWTIME

ალანის მორისეტმა Showtime-ის ცნობილი სერიალის, Yellowjackets-ის ახალი სეზონის საუნდტრეკის ქავერ ვერსია გაავრცელა. სიმღერას, სახელწოდებით No Return, სერიალში კრეიგ უედრენი და ანა უორონკერი ასრულებენ. ალანის მორისეტის მიერ შესრულებულ ვერსიაში კომპოზიციას განსხვავებული მუსიკალური განვითარება აქვს. 

No Return სერიალის ახალი სეზონის მეოთხე ეპიზოდში გაჟღერდა. „მომწონს სიმღერის ორიგინალური ვერსია. ის დიდებულია და შოუსათვის მისი შესრულება არაჩვეულებრივია“ – აღნიშნა ალანის მორისეტმა გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც კომპოზიციის ქავერ ვერსიის ჩაწერის პროცესია ასახული. 

როგორც მორისეტმა თქვა, სიმღერის ახალი ვერსიის შექმნა დიდი გამოწვევა იყო. „როცა Yellowjackets პირველად ვნახე, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მარტივი, ემოციური და ნამდვილი იყო“ – აღნიშნა მომღერალმა. 

ალანის მორისეტის თქმით, სერიალის პერსონაჟები კომპლექსურები არიან, რაც სერიალის ძლიერი დადებითი მხარეა. 

მორისეტმა ყურადღება გაამახვილა სიუჟეტის იმ ნაწილზე, რომელიც ქალების ტრავმებს შეეხება. „სერიალი ძალიან ღრმა და ემოციურია. ეს ხანგრძლივი როკ სიმღერასავით არის.“ სერიალი ხშირად იწვევს 90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის ნოსტალგიას, რამდენადაც მასში ისეთი არტისტებისა და ბენდების სიმღერები ჟღერდება, როგორებიც არიან: Portishead, Mazzy Star, ლიზ ფეირი და სხვები.  

აღსანიშნავია, რომ Yellowjackets-ის მუსიკალურ გაფორმებაზე ცნობილმა არტისტებმა აქამდეც იმუშავეს. სერიალის მეორე სეზონის ტრეილერისათვის Florence + the Machine-მა No Doubt-ის კომპოზიციის, სახელწოდებით Just a Girl ახალი ვერსია ჩაწერა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ალანის მორისეტი No Return-ის ქავერის შექმნის პროცესზე საუბრობს და მოუსმინეთ კომპოზიციის მისეულ ვერსიას:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰავაიზე მდებარე სასტუმრო, სადაც ფილმი Blue Hawaii არის გადაღებული, თავიდან აშენდება

შემდეგი სტატია

დრეიკი ხელოვნური ინტელექტის მიერ თავისი ხმის იმიტაცით შესრულებულ სიმღერას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი