ჰავაიზე მდებარე სასტუმრო, სადაც ფილმი Blue Hawaii არის გადაღებული, თავიდან აშენდება

ეს ის ადგილია, სადაც პრესლისა და ჯოან ბლექმენის პერსონაჟები ქორწინდებიან.
ელვის პრესლი და ჯოან ბლექმენი. კადრი ფილმიდან Blue Hawaii.

ჰავაიზე მდებარე სასტუმროს კომპლექსი –  The Coco Palms Resort ერთ დროს ელვის პრესლისა და ჰოლივუდის სხვა ცნობილი ვარსკვლავების საყვარელ დასასვენებელი სივრცე იყო. უახლოეს მომავალში, მის ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება. 

The Coco Palms Resort დაახლოებით 30 წლის წინ ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა. ახალი პროექტის მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისგან დარჩენილ კონსტრუქციას დაანგრევენ და 350-ოთახიან ახალ სასტუმროს ააშენებენ. ინფორმაციას ჰავაის ადგილობრივი მედია გამოცემა – Honolulu Star-Advertiser ავრცელებს.

The Coco Palms Resort განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის 1961 წელს გამოშვებული ფილმის, Blue Hawaii-ის გადასაღებ ლოკაციად გამოიყენეს. ეს ის ადგილია, სადაც პრესლისა და ჯოან ბლექმენის პერსონაჟები ქორწინდებიან. გარდა ამ ეპიზოდისა, The Coco Palms Resort -ში ფილმის სხვა მნიშვნელოვანი სცენებიც არის გადაღებული, მაგალითად მონაკვეთი, როცა ელვის პრესლი Hawaiian Wedding Song-ს ასრულებს. 

სასტუმრო კომპლექსს სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც ხშირად სტუმრობდნენ, მაგალითად ფრენკ სინატრა,  რიტა ჰეივორთი და ბინგ კროსბი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეგენდარული ჯაზ პიანისტი აჰმად ჯამალი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შემდეგი სტატია

ალანის მორისეტმა სერიალ Yellowjackets-ის საუნდტრეკის ქავერ ვერსია ჩაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი