BOUQUET KYIV STAGE-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სახელოვნებო ღონისძიებებს წარმოგიდგენთ

ფესტივალის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა და უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მხარდაჭერაა. სახელოვნებო ღონისძიებებიდან და შემოწირულებებიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახებს გადაეცემა.
ფოტო: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი


28 და 29 აპრილს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის ორგანიზებით, ფესტივალს სახელწოდებით BOUQUET KYIV STAGE 2023-ის ფარგლებში სახელოვნებო ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალის მიზანი  უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახების მხარდაჭერაა. 

„უკრაინა + საქართველო. ერთმანეთის გვერდით“ – ასე ჰქვია ფესტივალის გამხსნელ კონცერტს, რომელსაც 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ. თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ სცენაზე უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად წარდგება, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ ფესტივალისათვის ჩამოდიან. სოლისტი  მევიოლინე ანდრეი პავლოვი იქნება, ხოლო კონცერტის დირიჟორი – მიხეილ მენაბდე. 

თავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„რამდენიმე თვის წინ უკრაინელი შემსრულებლები იყვნენ ჩამოსული და გამოთქვეს სურვილი, რომ უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს დახმარებოდნენ. Ასე გაჩნდა ფესტივალის იდეა და საბოლოო სახეც მიიღო. ერთობა – ასეთია ამ ფესტივალის მთავარი სათქმელი და კომპოზიცია. აღსანიშნავია, რომ საკონცერტო პროგრამა  ორი ქვეყნის მუსიკას – უკრაინულსა და ქართულს აერთიანებს. სიმბოლურია, რომ ეს ფესტივალი სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრში იმართება. ეს ის თეატრია, რომელმაც რუსეთთან ომი თავის თავზე გამოცადა და ოცდაათი წელია დევნილობაში იმყოფება. იდეურ დატვირთვასთან ერთად, გამორჩეულია ფესტივალის პროგრამა. კონცერტზე  ბრწყინვალე კომპოზიტორების – გია ყანჩელისა და ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა გაჟღერდება. ორივე მათგანი მსოფლიო მუსიკალური კულტურის საგანძურის წარმომადგენლები და ამავე დროს, კარგი მეგობრები და ჭეშმარიტი თანამოაზრენი იყვნენ.“

ფესტივალის ფარგლებში გამართული სახელოვნებო ღონისძიებებიდან და შემოწირულებებიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახებს გადაეცემა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეისი მასგრეივზი 2019 წლის Met Gala-ს საღამოზე. მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 6 მაისი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

მუსიკოსები ბარბის ჩაცმულობით

შემდეგი სტატია

აშერი პარიზში ოთხ კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი