Ნუცა ბუზალაძისათვის ნათქვამი შენიშვნის გამო, კეტი პერიმ American Idol-ის აუდიტორიის კრიტიკა დაიმსახურა

American Idol-ის ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ლუკ ბრაიანმა ყურადღება აუდიტორიის რეაქციაზე გაამახვილა და კეტი პერის უთხრა, რომ ამ კომენტარის გამო, ის ხმამაღლა გააკრიტიკეს.
ფოტო: American Idol

კეტი პერიმ, რომელიც American Idol-ის ჟიურის წევრია, კონკურსის ახალ ეპიზოდში ნუცა ბუზალაძეს კრიტიკული შენიშვნა მისცა, რის გამოც  შოუს ერთგული გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ American Idol-ის დაწყებიდან დღემდე, ქართველი მონაწილე შოუს ფანების ერთ-ერთ რჩეულ მონაწილედ იქცა. 

ნუცა ბუზალაძე მონაწილეებს შორის ცნობილია, როგორც კონკურსანტი, რომლის მუსიკალური ნომრები შოუს ელემენტებით არის გაჯერებული,  ხოლო შესრულება განსაკუთრებული ენერგიულობით ხასიათდება. ბოლო საკონკურსო კონცერტზე კი, კეტი პერიმ აღნიშნა, რომ ნუცას შესრულება მეტისმეტად „კაშკაშა“ იყო.

„ნუცა, ყოველთვის როცა სცენაზე გამოდიხარ, ბრჭყვიალა ბომბივით ხარ. ის, რაც შენგან პერსონალურად მომინდებოდა შემდეგში დამენახა, არ არის ეს ბზინვარება. ვიცი, რომ ეს რთული იქნება“ – აღნიშნა კეტი პერიმ. 

აუდიტორიაში მყოფმა ფანებმა ეს კომენტარი უარყოფითად მიიღეს და კეტი პერის არ დაეთანხმნენ. მათ უკმაყოფილება ხმამაღალი შეძახილებით გამოხატეს. ამის საპასუხოდ, ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ლუკ ბრაიანმა ყურადღება აუდიტორიის რეაქციაზე გაამახვილა. Ბრაიანმა კეტი პერის უთხრა, რომ ამ კომენტარის გამო, მან ხმამაღალი კრიტიკა დაიმსახურა.

„პირველად ექვს სეზონში“ – აღნიშნა პასუხად კეტი პერიმ და ამის შემდეგ, საკუთარი პოზიცია განმარტა: „მე იმას ვგულისხმობ, რომ მსურს, სცენარი შეცვალო. გვინდა, შენს გულში ჩავიხედოთ, ვისურვებდი ეს მენახა და შესაძლოა, ამერიკასაც იგივე სურდეს.“ 

ნუცა ბუზალაძემ კეტი პერი დაიცვა და აღიარა, რომ საჭიროა ტემპის დაგდება ისწავლოს. აღსანიშნავია, რომ როდესაც 25 წლის კონკურსანტი ჟიურის წინაშე ლას ვეგასში პირველ შესარჩევ მოსმენაზე წარდგა, მისმა გამოსვლამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ დამახასიათებელი ენერგიულობით მიიქცია.

„ჩემი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის ენერგიის დიდ მოზღვავებას ვგრძნობ“ – აღიარა ნუცამ ამ შოუმდე რამდენიმე ხნით ადრე, როცა ჯერ კიდევ „ჰოლივუდის კვირის“ სოლო რაუნდისათვის ემზადებოდა. 

ნახეთ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა American Idol-ის ახალ ეპიზოდში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Foo Fighters - ფოტო: დენი კლინჩი

Foo Fighters-მა ალბომის But Here We Are-ის  გამოსვლა დააანონსა

შემდეგი სტატია

Imagine Dragons

Imagine Dragons, The Killers, FKJ, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus, All Day I Dream – Black Sea Arena-ს  მასშტაბური ზაფხულის ღონისძიებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი