Imagine Dragons, The Killers, FKJ, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus, All Day I Dream – Black Sea Arena-ს  მასშტაბური ზაფხულის ღონისძიებები

Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – იწყებს
Imagine Dragons
Imagine Dragons

კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ნატანებში – სოციალური სივრცე • The Social Space -ში ჩატარდება.  

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.“ – ვკითხულობთ Black Sea Arena-ს ღონისძიების აღწერაში.

The Killers

ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება:

Nile Rodgers & Chic  – 5 აგვისტო / Black Sea Arena /Front Stage

FKJ / 6 აგვისტო  – Black Sea Arena/Front Stage

Damian Lazarus – 10 აგვისტო / The Social Space

The Killers –  15 აგვისტო / Black Sea Arena

All Day I Dream  – 18 აგვისტო / The Social Space

Imagine Dragons  – 31 აგვისტო / Mikheil Meskhi Stadium

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად,  BSA.ge-ის ვებგვერდზე  დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ნუცა ბუზალაძისათვის ნათქვამი შენიშვნის გამო, კეტი პერიმ American Idol-ის აუდიტორიის კრიტიკა დაიმსახურა

შემდეგი სტატია

Doja Cat  „სატანისტური“ ტატუს შესახებ ბრალდებებს სარკაზმით პასუხობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025

საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორე ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.
მეტი
საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

დუეტ Simon & Garfunkel-ის ეს სიმღერა პოლ საიმონმა და ჯორჯ ჰარისონმა შაბათის ღამის შოუში 1976 წელს შეასრულეს.
მეტი

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი