Post Malone-მა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნასას ასტრონავტებთან კოსმოსში ინტერვიუ ჩაწერა 

ასტრონავტები ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობენ.
Post Malone ასტრონავტებთან საუბრის დროს

20 აპრილს Post Malone-მა ნასას ასტრონავტებს სიურპრიზი გაუკეთა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან კონტაქტის დამყარების შემდეგ რეპერმა მათ თავი ოფიციალური სახელით წარუდგინა, როგორც ოსტინი. „თქვენ საუკეთესო ხედი გაქვთ სამყაროში” – უთხრა ასტრონავტებს და ჰკითხა, თუ როგორ ხედავდნენ ისინი დედამიწაზე ამინდს.

„ეს სინამდვილეში ჩემი საყვარელი საქმიანობაა, როცა ფანჯარაში ვიხედები” – უპასუხა ერთ-ერთმა ასტრონავტმა. „უმეტესად წყლის თავზე ვართ. ბევრი ოკეანე გვაქვს და ხშირად ვაკვირდები ღრუბლებს. ერთხელ ვარჯიშისას ელვა შევნიშნე. ჭექა-ქუხილი ღამით სრული საოცრებაა. და მათი ზომაც დაუჯერებელი შეიძლება იყოს. ამინდის ასე ყურება გასაოცარია.”

შემდეგ რეპერმა მეორე ასტრონავტს კოსმოსურ სადგურზე მისი პირველი მოგზაურობის შესახებ ჰკითხა.

„სანამ აქ ჩამოვიდოდი, მეუბნებოდნენ იმ ორ რამეს, რასაც აუცილებლად შევნიშნავდი, როცა ფანჯრიდან გავიხედავდი. ერთი ისაა, რომ აქ საზღვრები არ არის. უყურებ დედამიწას და ვერ ხედავ საზღვრებს. და მეორე – თუ როგორი თხელია ატმოსფერო. ორივე მათგანი გასაოცრად მართალი აღმოჩნდა.”

„Რას ფიქრობთ ჩვენი დიდი ლურჯი პლანეტისა და დედამიწის დღის შესახებ?” – ჰკითხა ბოლოს რეპერმა ასტრონავტებს. „დედამიწა განსაკუთრებული ადგილია. ის მაგონებს, შესაძლოა, ლაშქრობას, სადაც მიდიხარ, საოცარ ადგილებს ნახულობ, მაგრამ ბოლოს მაინც სახლში დაბრუნება გინდა. აქ ყოფნა გასაოცარია. ყოველდღე ხედავ ამ საოცარ ჰორიზონტს და ჩვენს დიდ ლურჯ მარმარილოს. ის განსაკუთრებული ადგილია და მე პატივი და პრივილეგია მაქვს, რომ აქ ვარ და ეს გამოცდილება მაქვს. და ვიცი, რომ ჩემი 6-თვიანი მისიის შემდეგ ბედნიერი ვიქნები სახლში დაბრუნებით.”

ნახეთ Post Malone-ისა და ასტრონავტების საუბარი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kid Cudi ანიმაცია Sonic the Hedgehog-ის შესახებ გადაღებულ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ ამ წელიწადმა მას „ყველაზე სევდიანი და რთული მომენტები” მოუტანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი