NikkOS – ახალი სინგლი გიორგი ერგემლიძისა და The Polar Monk-ისგან

Სიმღერის პრემიერა ავსტრალიის რადიოში შედგა.

მორიგი ახალი სინგლი გამოსცა გიორგი ერგემლიძემ, ამჯერად The Polar Monk-თან თანამშრომლობით. Სიმღერა სახელწოდებით NikkOS ბრიტანულ ლეიბლზე Retro Reverb Records-ზე გამოვიდა და ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი კი მუსიკოსის Vevo არხზე დევს.

გიორგი ერგემლიძე:

Სიმღერის შექმნის ისტორია ასეთია: გიგიმ (The Polar Monk) მომწერა, collab-ი ხომ არ გავაკეთოთო. The Polar Monk მანამდეც ვიცოდი და საინტერესო იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ აქამდე ის ალტერნატიულ მუსიკას აკეთებდა. ახლა კი, როცა თანამშრომლობა შემომთავაზა, ეგეთი სურვილი გამიჩნდა, რომ კი, გავაკეთოთ, მაგრამ გავაკეთოთ Hyperpop. დამთანხმდა ამაზე და გავაკეთეთ სრულიად განსხვავებული რაღაც, სადაც გამოვიდა, რომ გიგი რეპავს. Სიმღერა ერთად დავწერეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ჟღერს. 

თვითონ სიმღერა ძალიან უცნაურია. ეს არის ერთ ტიპზე, ჩვენ ვიცნობთ ეგეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ხეების შიში. ხელშიც ამიტომ მიჭირავს ფიკუსი და სხვათა შორის, საინტერესოდ დაემთხვა ისიც, რომ თურმე ბუდა მედიტირებდა სწორედ ფიკუსთან. მოკლედ, დავწერეთ სიმღერა მაგაზე. აი, გაორება რომ გაქვს – ერთი ხმა რომ გეუბნება: ადი ხეზე და მეორე გეუბნება: არა, არ ახვიდე და მერე განვაზოგადეთ ადამიანის ბრძოლა ამ შიშებთან. ზოგადად, როცა რაღაცას ვაკეთებ, ბევრს არ ვფიქრობ. Რაღაც იმპულსებს მივყვები და მერე ისე ხდება, რომ საბოლოო ჯამში იკვრება. Კიდევ ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ მსმენელი როგორც გაიგებს, ისე იყოს. 

Რაც შეეხება ვიდეოს, კლიპი ჩემმა მეუღლემ, ანა სიჭინავამ გადაიღო. მასში ეგეთი კონცეფციაა, რომ შეუცვლელი არავინ არის. ის ბაჭიაც ეგ არის, ბენდიდან რომ მიდის და მერე ახალი ტიპი ჩნდება, სხვა ბაჭია. ანუ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შენიანი იქნება. ეგეთი ტიპი არაა, ვისაც ვერ შეცვლი თუნდაც პროფესიულად, მეგობრობაში, პარტნიორობაში… კიდევ, ეს ჩვენი პერსონაჟი, ვისზეც ვმღერით, ფაქტობრივად ისეთ მდგომარეობაშია, რომ სულ რაღაც ეჩვენება, სულ შიშები აქვს. Და ეს კურდღელიც კლიპში ასოციაციას ტოვებს, რომ ფენტეზია ეს ყველაფერი და აი, კოცონთან რომ ვსხედვართ, ის არის თითქოს რეალური ცხოვრება. 

და კიდევ საინტერესოა, ბოლოს რომ ეწერება Check your inbox, ეგ, სიმღერას რომ ვწერდით, უცებ მესენჯერის ხმა გაისმა და ისე კარგად ჩაჯდა ტონალობაში, რომ გიგის ვუთხარი, დავტოვოთ-მეთქი და დავტოვეთ. მერე ვფიქრობდით, ახლა რა ვქნათ, რა ვქნათ და დავაწერეთ check your inbox, რადგან ვინც უყურებს, მაგ დროს უეჭველი ტელეფონს დახედავს.”

მუსიკალურ პლატფორმებზე გამოსვლამდე Სიმღერის პრემიერა ავსტრალიის რადიოში შედგა. Retro Reverb Records-თან თანამშრომლობის ფარგლებში გიორგი ერგემლიძე კიდევ ორ EP-ზე მუშაობს, რომელთა გამოცემაც უახლოეს მომავალში იგეგმება. 

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე NikkOS

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fantasmic! შოუს დროს დისნეილენდში ხანძარი გაჩნდა

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 20-შია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ ფირფიტაზე გამოიცა

1998 წელს ჩაწერილი ალბომი ფირფიტების მცირე ტირაჟით „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში გამოიცა.
მეტი

ქართველი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ, კინო და სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს – ინტერვიუ ლადო კვატანიასთან

ლადო კვატანია არაერთი მუსიკალური ვიდეოს შემქმნელია. მათ შორისაა Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკზე - Hot Shit გადაღებული ვიდეო.
მეტი

GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

„გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.” - ზურაბ ბეჟაშვილი GMI-ს დირექტორი.
მეტი