Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი  Almighty

„ამ სიმღერის პირველი მონახაზი შარშანწინ დავწერე, ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში, პანდემიის პერიოდი იყო, ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი, თოვდა, წვიმდა და ალბათ ამიტომაც აქვს ეს მელანქოლიური ნოტა.“

Creams-მა ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი Almighty გამოაქვეყნა. მიუხედავად სიმღერის სევდანარევი, მელანქოლიური ჟღერადობისა, ის შინაგან სიძლიერეს, საკუთარ თავში ნეგატიური ფიქრების დაძლევის და დაუმარცხებლობის შესახებ მოგვითხრობს. კლიპის ვიზუალი მინიმალისტური, ლურჯი ფერები და სტატიკური გამოსახულებები, კიდევ უფრო მკვეთრად გადმოსცემს არტისტის შინაგან განწყობას და ემოციას.

Creams

„ამ ტრეკის ჟღერადობა იმდენად არ განსხვავდება ჩემი სხვა ტრეკებისაგან, იმიტომ რომ პირველი ტრეკი, რაც დავდე DIE 4 YOU  დაახლოებით იდენტური ჟღერადობა აქვს, ჩემთვის იდეურად, ყველაზე დიდი კომფორტის ზონაც ეს არის. ერთადერთი ექსპერიმენტული რაც არის, ეს არის ბითი ბოლოს, ასეთი რაღაც არ მიცდია აქამდე და ძალიან მომეწონა. ვგრძნობ, ბევრი მუსიკოსის გავლენას და სტილს ამ ბითში, თუმცა მაინც გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა, იმიტომ რომ კარგად ჯდებოდა ამ ყველაფერში. 

რაც შეეხება სიმღერას Almighty დავარქვი და კონტრაპუნქტული კლიპი გავაკეთეთ. შეიძლება კლიპში ესე კარგად არ აღიქმება, მაგრამ მიწაზე ვწევარ, გარშემო  გამხმარი ყვავილებია, „მეიქაფიც“ ისეთი მაქვს, ლურჯი ტუჩებით, თითქოს  გარდაცვლილივით ვარ და ეს რასაც ვმღერი, მისი  კონტრაპუნქტული მხარეა, იდეაში ვმღერი იმას, რომ ყოვლისშემძლე ვარ და ჩემი დამარცხება არავის შეუძლია. 

ამ სიმღერის პირველი მონახაზი შარშანწინ დავწერე, ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში, პანდემიის პერიოდი იყო, ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი, თოვდა, წვიმდა და ალბათ ამიტომაც აქვს ეს მელანქოლიური ნოტა.“

სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი თავად არტისტი, Creams– იგივე ნათია ჭიჭინაძეა, რეჟისორი გიორგი მეშველიანი, დამდგმელი ოპერატორი კი ტატო კოტეტიშვილი.

„რაც შეეხება ვიდეოს,  ესე, მუსიკალურ ვიდეოდ ვერ აღვიქვამ და უფრო  „ვიზუალაიზერს“ ვეძახი,. მთელი ამბავი ის იყო, რომ არაფრის გადაღებას არ ვაპირებდით, მაგრამ ჩემი ლაივ კონცერტი გადავიღეთ პროფესიონალურად, ცოტა დრო გვქონდა და მოვასწარით, რომ ესეც გადაგვეღო, კლიპის რეჟისორი გიორგი მეშველიანია.“

მოისმინეთ და ნახეთ Creams-ის ახალი სიმღერა  Almighty:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესმა გადასაღები მოედნიდან მერილ სტრიპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

Სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანკფურტში როჯერ უოტერსის გაუქმებული კონცერტი მაინც ჩატარდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი