Სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანკფურტში როჯერ უოტერსის გაუქმებული კონცერტი მაინც ჩატარდება

28 მაისს დაგეგმილი კონცერტი ქალაქის თვითმმართველობამ მას შემდეგ გააუქმა, რაც პინკ ფლოიდის სოლისტი ანტისემიტურ ქმედებებში დაადანაშაულა.
როჯერ უოტერსი
MARIANO REGIDOR/REDFERNS


28 მაისს ფრანკფურტში როჯერ უოტერსის კონცერტი მაინც გაიმართება. დაგეგმილი შოუ ქალაქის თვითმმართველობამ გააუქმა და პინკ ფლოიდის სოლისტს „მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტი” უწოდა.

ფრანკფურტის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არც ქალაქს და არც ჰესენის მიწას არ აქვს კონცერტის გაუქმების უფლება. მოსამართლემ აღნიშნა, რომ როგორც ქალაქი, ასევე ჰესენის მიწა ვალდებულია, რომ უოტერსს კონცერტის ჩატარების საშუალება მისცეს, როგორც ეს კონტრაქტით იყო განსაზღვრული, ისრაელის წინააღმდეგ უოტერსის საჯარო განცხადებებზე მათი წუხილის მიუხედავად.

Deutsche Welle წერს: „სასამართლომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ცხადად იყენებს სიმბოლოს, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალ-სოციალიზმთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ემხრობა ნაცისტების საქმიანობას, ან ეთანხმება მათ რასისტულ იდეოლოგიას. ასევე არ ყოფილა არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ის აპირებს, კონცერტზე რაიმე ტიპის ნაცისტური პროპაგანდა გამოიყენოს.” გერმანიის კანონის თანახმად, ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება ნებადართული არ არის. 

უოტერსის პრესსპიკერს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

კონცერტის გაუქმების მიზეზი უოტერსის განუწყვეტელი ანტისემიტური ქმედებებია. იგი მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ ანტისემიტად” – განაცხადა თვითმმართველობამ კონცერტის გაუქმებისას. „ის განუწყვეტლად ითხოვდა ისრაელის კულტურულ ბოიკოტს და ზეწოლას ახორციელებდა ხელოვანებზე, რომ გააუქმონ ღონისძიებები ისრაელში.” თავად უოტერსი ანტისემიტიზმის ბრალდებას უარყოფს. 

Სექტემბერში უოტერსმა კონცერტები კრაკოვშიც გააუქმა იმ საყოველთაო განრისხების გამო, რაც მის პოზიციას მოჰყვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, რაშიც მუსიკოსი უკრაინასა და ნატოს ადანაშაულებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი  Almighty

შემდეგი სტატია

ცნობილია 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ფარგლებში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ავტოგრაფიანი ბიბლიისა და შესაბამისი კალმისტრის ფოტო გამოაქვეყნა.
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

რეპერის თქმით, საზოგადოების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში საკუთარი გამოცდილება ამოიცნო.
მეტი