Four Tet, Fred again…და ბრაიან ინო ერთობლივ ალბომს გამოსცემენ

ალბომს Four Tet-ის ლეიბლი – Text Records 5 მაისს გამოსცემს.
ფოტო: კიერან ფროსტი

ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი არტისტი  Four Tet   და Fred again… ბრაიან ინოსთან თანამშრომლობით, მუსიკალურ ალბომს გამოუშვებენ. ალბომს Four Tet-ის ლეიბლი – Text Records 5 მაისს გამოსცემს. Four Tet-მა დაანონსებული LP, სახელწოდებით Secret Life მოიხსენია, როგორც „2023 წლის ყველაზე მშვენიერი ალბომი“. აღსანიშნავია, რომ ბრიან ინო  Fred again…-ის დიდი ხნის მეგობარი და მენტორია.

„ვფიქრობ, ფრედი ჩემი მენტორიც არის. თანამედროვე მუსიკის შესახებ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“ – აღნიშნა ინომ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. „როდესაც ფრედთან პირველად ვიმუშავე, მივხვდი რომ ის შესანიშნავი იყო, ეს ხომ ასეთი ნათელია. ის ძალიან მგრძნობიარე და კარგი არტისტია და ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, ბევრი რამ არ მესმოდა რასაც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ გავიფიქრე – ღმერთო, ეს მუსიკის შექმნის ახლებური ხედვაა. ასე რომ მისგან ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე. ეს ორმხრივი ურთიერთობა აღმოჩნდა.“  

Four Tet-მა ასევე აღნიშნა, რომ ალბომი ფიზიკური სახითაც გამოვა – ჩანაწერი ფირფიტაზე და CD-ზე გამოიცემა. 

Secret Life მუსიკოს Fred again…-ის პირველი ახალი ალბომია მას შემდეგ, რაც 2022 წელს არტისტმა LP, სახელწოდებით Actual Life 3 გამოუშვა. ინოს ამ დროისათვის ბოლო ალბომი  ForeverAndEverNoMore ასევე 2022 წელს, ოქტომბერში გამოვიდა. ეს ლეგენდარული მუსიკოსის 29-ე სტუდიური სოლო LP იყო.  

 Four Tet და Fred again სამკაოდ წარმატებული შემოქმედებითი ეტაპი აქვთ. არტისტები Skrillex-თან ერთად Coachella-ს ფესტივალის მეორე კვირის ე.წ. ჰედლაინერები იყვნენ. არტისტები ფესტივალის პროგრამას  მუსიკალური ღონისძიების დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაემატნენ. ისინი Coachella-ზე გამომსვლელი არტისტების ჩამონათვალში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ფრენკ ოუშენი ფეხის ტრავმის გამო ფესტივალის შემსრულებელთა სიას გამოეთიშა. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან Four Tet-მა ახალი სინგლიც გამოაქვეყნა. ტრეკი, სახელწოდებით Three Drums, რომლის  ხანგრძლივობა რვა წუთზე მეტია. სინგლი ასევე არტისტის ლეიბლზე – Text Records-ზე გამოიცა. 

ნახეთ  Four Tet-ის,  Fred again…-ის და ბრაიან ინოს ერთობლივი ალბომის ყდის ე.წ. არტვორკი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Bunny და კენდალ ჯენერი Met Gala-ს შემდგომ წვეულებას ერთად დაესწრნენ

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო –  Satellite გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი