კიანუ რივზი სიმღერას გამოუშვებს

ბენდი Dogstar ცოტა ხნის წინ ფოტოსესიისთვის შეიკრიბა.
კიანუ რივზი გლასტონბერის ფესტივალზე 1999 წელს. ფოტო: რუნა ჰელესტედი
კიანუ რივზი გლასტონბერის ფესტივალზე 1999 წელს. ფოტო: რუნა ჰელესტედი

გასულ კვირას კიანუ რივზმა და  Dogstar-ის ბენდის წევრებმა ლოს -ანჯელესში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე სარეკლამო  პრომო ფოტოები გადაიღეს და ოცი წლის შემდეგ,  პირველად, ბენდის ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსეს. 

„ბოლო სეტი, Lincoln Heights-ის სახურავზე, @dogstarband-ის ფოტო სესიისთვის.  ახალ ამბებს სულ მალე შეიტყობთ, მადლობა მოთმინებისთვის.“  – ნათქვამია გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. Dogstar ბენდის წევრები ბასისტი და მომღერალი კიანუ რივზი, მომღერალი და გიტარისტი ბრეტ დომროუზი და დრამერი რობერტ მეილჰაუსი არიან.

ბენდი გასულ ზაფხულს გაერთიანდა. 2022 წლის ოქტომბერში მათმა ხანმოკლე პერფორმანსმა მედიის ყურადღება მიიპყრო. 

1996 წელს Dogstar-მა ოთხი სიმღერისგან შემდგარი EP სახელწოდებით  Quattro გამოუშვა. ამავე წელს სადებიუტო ალბომი Our Little Visionary,  მხოლოდ  იაპონიაში გამოსცეს.

1999 წელს ტრიომ ალბომი Happy Ending გამოუშვა. ეს იყო ბოლო ერთობლივი ნამუშევარი. ბენდის სამივე წევრი სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ გადაერთო.  Dogstar-მა  გასული წლის ივლისიდან თაყვანისმცემლების  რეტრო ფოტოების და შეტყობინებების „ჩვენ დავბრუნდის“ გამოქვეყნებით ყურადღება მიიპყრო.  პერიოდულად კი,   ხმის ჩამწერი სტუდიიდან ცოცხალი სესიის ვიდეოებს აქვეყნებდნენ. 

დეკემბერში Dogstar-მა განაცხადა, რომ დახურული შოუსთვის ემზადებიან, გაზაფხულზე კი ახალი ალბომის გამოცემას გეგმავენ. „მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, გვიხარია მსგავსი გამოხმაურება, სიმართლე გითხრათ ამას არ ველოდით. ეს გვაიძულებს კიდევ უფრო ბევრი დავუკრათ. ამ ზაფხულს ახალ სიმღერებს გამოვაქვეყნებთ, რასაც ჩვენი კონცერტებიც მოჰყვება. კიდევ ერთხელ მადლობა მოთმინებისთვის, ჩვენ ნამდვილად საუკეთესო და ყველაზე ერთგული გულშემატკივარი გვყავს.“ – დაამატა ბენდმა  პოსტის კომენტარებში.

ნახეთ Dogstar-ის პოსტი და რეპეტიციის კადრები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ იმოქმედებს ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე

შემდეგი სტატია

KOLGA TBILISI PHOTO 2023 გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი