KOLGA TBILISI PHOTO 2023 გაიხსნა

5 მაისიდან, ფოტო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა თბილისის სხვადასხვა სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

4 მაისს, თბილისში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე  KOLGA TBILISI PHOTO გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიის მატარებელი ფოტო კვირეული წელს 22-ე საფესტივალო სეზონს ატარებს. „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნაზე ჟიურიმ საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა. დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური სერიები, მობილური ფოტოგრაფია, ერთი კადრი – ეს ის ძირითადი კატეგორიებია, რომელშიც საუკეთესო ფოტოების ავტორები დასახელდნენ. პროგრამა საკონკურსო ნაწილთან ერთად გამოფენების სერიასაც მოიცავს. 

როგორც ფესტივალის დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა აღნიშნავს, KOLGA TBILISI PHOTO-ს პლატფორმა ღიაა, როგორც უკვე პროფესიონალი და ცნობილი ხელოვანებისათვის, ასევე დამწყები ფოტოგრაფებისათვის.

ბესო ხაინდრავა

ბესო ხაინდრავა:

„KOLGA TBILISI PHOTO დღევანდელი ღონისძიებით გაიხსნა, რომლის ფარგლებში ჟიურიმ საერთაშორისო კონკურსის მონაწილე საუკეთესო პროექტების ავტორები გამოავლინა. გვყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი გამარჯვებულები. ვფიქრობ „ქოლგა თბილისი ფოტომ“, როგორც პროექტმა საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია. წელს მონაწილეობას 450-მდე ფოტოგრაფი იღებდა. ძალიან ბევრი პროექტი იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია საგამოფენო ნაწილიც, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელს არაერთი საინტერესო ფოტოპროექტის გაცნობის საშუალება ექნება, მათ შორის დამწყები ავტორების ნამუშევრების. ჩვენი ფესტივალი სწორედ ამით არის განსაკუთრებული. ის აუდიტორიას წარუდგენს როგორც უკვე ცნობილ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე ახალბედა ხელოვანებს.“ 

მრავალი წელია KOLGA TBILISI PHOTO ფოტოგრაფების და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის იმ სივრცეს ქმნის, რომელიც საბოლოოდ ამ სახელოვნებო სფეროს განვითარებას ემსახურება. ამ მნიშვნელობას დღეს არაერთი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფიც აღნიშნავს. 

დათო ქორიძე

დათო ქორიძე, ფოტოგრაფი:

„2009 წელი იყო, როცა KOLGA TBILISI PHOTO-ს კონკურსში მივიღე მონაწილეობა. 2018 წელს კი, ერთხელ უკვე გავხდი გამარჯვებული წლის საუკეთესო მობილური კადრით.  ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველი ფოტოგრაფისათვის ეს პროექტი ძალიან დიდი მოტივაცია და სტიმულია. ფოტო კვირეულის განმავლობაში ბევრ გამოფენას ესწრები, ბევრ ადამიანს იცნობ და საკუთარ შემოქმედებას და ემოციებს აზიარებ.“

KOLGA TBILISI PHOTO-ს გახსნის ღონსიძიება მუსიკალური ნაწილით დასრულდა. სცენაზე აუდიტორიის წინაშე ილა და ლიო წარდგნენ.

ილა და ლიო

ფოტო კვირეულის ფარგლებში 5 მაისიდან, რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა თბილისის სხვადასხვა სივრცეში იქნება წარმოდგენილი. 

KOLGA TBILISI PHOTO 2023-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა სია იხილეთ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიანუ რივზი გლასტონბერის ფესტივალზე 1999 წელს. ფოტო: რუნა ჰელესტედი

კიანუ რივზი სიმღერას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

მეფე ჩარლზ მესამის კორონაციისადმი მიძღვნილი ალბომი ენდრიუ ლოიდ უებერს, ანდრეა ბოჩელის და სხვა ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი