ნახეთ Marjorie-ს შესრულების დროს ფანებისგან გაოგნებული ტეილორ სვიფტი

„ვიცი, რომ ახლა დედაჩემი მთელი ხმით ტირის და ასე იქნებოდა მთელი ხუთწუთნახევრის განმავლობაში. ძალიან Მიყვარხართ.”
ტეილორ სვიფტი
Octavio Jones/TAS23/GI for for TAS Rights Management

Სიმღერა Marjorie-ს შესრულების დროს ტეილორ სვიფტი ფანების საქციელმა გააოგნა. 

სცენასთან ახლოს ფანებს სვიფტის ბებიის, მარჯორის ასობით ფოტო ეჭირათ. სწორედ ბებიას ეძღვნება მომღერლის სიმღერა Marjorie. დანარჩენი დარბაზი კი მთლიანად ტელეფონის სინათლეებით იყო განათებული. დარბაზის ამ ქმედებამ მომღერალი გაოგნებული და ემოციებით სავსე დატოვა. 

„Რას მიკეთებთ?” – მიმართა სვიფტმა დარბაზს, როცა ფორტეპიანოსთან დაჯდა. „ღმერთო ჩემო, ეს ისეთი ლამაზი იყო. ეს სიმღერა დედაჩემის დედაზე დავწერე – ჩემს ბებიაზე. ისიც მომღერალი იყო და გარდაიცვალა, როცა მე 13 წლის ვიყავი. ვიცი, რომ ახლა დედაჩემი მთელი ხმით ტირის და ასე იქნებოდა მთელი ხუთწუთნახევრის განმავლობაში. ძალიან მიყვარხართ. ეს  ძალიან განსაკუთრებული იყო.” 

იდეა სვიფტის ერთ-ერთ ფანს ეკუთვნის, რომელმაც მომღერლის ბებიის ასობით ფოტო დაბეჭდა და იქვე მდგომ მაყურებელს დაურიგა. „Ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს გიჟური იდეა რეალობად ვაქციე,” – წერს იდეის ავტორი და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ნახეთ სვიფტის რეაქცია Marjorie-ს სიმღერის დროს თავად იდეის ავტორისა და ასევე ერთ-ერთი მაყურებლის ვიდეოებში.

@auntie_hero I couldn’t be more proud of making this crazy idea into reality. Lugging 300 copies around a crowded stadium wasn’t ideal, but for her I’d do it, ‘a million little times’! 🫶🏻 #nashvillefanproject #marjorienashville #taylorswift #taylorsversion #swiftie #swifttok #nashville #nashvilletstheerastour #taylornation #nashvilleerastour #theerastour #theerastournashville #swiftietok ♬ marjorie – Taylor Swift
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doja Cat-ის Met Gala-ს კოსტიუმის ავტორები ოსკარ დე ლა რენტას კაბის შექმნის ისტორიაზე საუბრობენ

შემდეგი სტატია

MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოება ეთერში მაინც გავა, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი მაუწყებლობა  

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი