სექსუალური ძალადობის ბრალდებების შემდეგ, მერლინ მენსონი ახალ მუსიკას აანონსებს

„რაღაც უნდა მოგასმენინოთ“ – ასე დაასათაურა ავტორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შავ-თეთრი ფოტოები.
ფოტო: ლიონ ბენეტი/WireImage


მას შემდეგ რაც მერლინ მენსონი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, საჯარო სივრციდან და სოციალური მედიიდან გაუჩინარდა. ამჯერად  მუსიკოსი ინსტაგრამზე დაბრუნდა და მსმენელს ახალი ალბომის გამოშვების შესახებ მიანიშნა. 

„რაღაც უნდა მოგასმენინოთ“ – ასე დაასათაურა ავტორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც მერლინ მენსონი მიკროფონით ხელშია გადაღებული. მან პოსტში მონიშნა თავისი ცოლი ლინდსი ოუსიჩი და მიუთითა, რომ ფოტოების სწორედ მისი გადაღებულია.

მენსონს დამატებითი ინფორმაცია არ გაუზიარებია და არ დაუზუსტებია, თუ რაზე მუშაობს, ან როდის აპირებს გამოცემას. ეს პოტენციური ჩანაწერი იქნება არტისტის პირველი ნამუშევარი მას შემდეგ, რაც არაერთმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ამ ქალებს შორის არიან ევან რეიჩელ ვუდი, ესმე ბიანკო,  ეშლი უოტერსი, ილმა გორი და სხვები.

ცოტა ხნის წინ, მენსონმა ევან რეიჩელ ვუდს ცილისწამებისთვის უჩივლა. რამდენიმე დღის წინ, ლოს ანჯელესის მოსამართლემ მუსიკოსს ამ  სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. 

2021 წელს ვუდმა განაცხადა, რომ მერლინ მენსონმა მასზე სექსუალურად იძალადა „ვაპირებ ეს საშიში კაცი ვამხილო და სხვადასხვა ინდუსტრიას მოვუწოდო, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ, სანამ ის ბევრი ადამიანის ცხოვრებას დაანგრევს. მე მხარს ვუჭერ უამრავ მსხვერპლს, რომლებიც ამიერიდან აღარ გაჩუმდებიან“- განაცხადა მსახიობმა ინსტაგრამის მეშვეობით. ევან რეიჩელ ვუდუ და მერლინ მენსონი ერთმანეთს მაშინ ხვდებოდნენ, როცა მსახიობი 18 ის იყო, ხოლო მუსიკოსი – 36-ის. 2010 წელს კი წყვილი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მენსონმა რეიჩელ ვუდის განცხადება უარყო, მოგვიანებით მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები არაერთმა ქალმა საჯაროდ გააჟღერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სერგი გვარჯალაძემ  პროექტის Faketivists-ის ფარგლებში კოლაბორაციული EP წარადგინა

შემდეგი სტატია

Tamada-ს ევროპული ტურნე და ახალი ეტაპი შემოქმედებაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი