სერგი გვარჯალაძემ  პროექტის Faketivists-ის ფარგლებში კოლაბორაციული EP წარადგინა

EP-მ რამდენიმე ქართველი მუსიკალური ჯგუფის და მუსიკოსის ვერსია გააერთიანა.

Faketivists  სერგი გვარჯალაძის (SirJee) ახალი მუსიკალური პროექტია. ახლახან მუსიკოსმა პროექტის ფარგლებში მულტიჟანრობრივი EP გამოუშვა. ეს არის ექსპერიმენტული სახის კოლაბორაციული EP, რომელმაც რამდენიმე ქართველი მუსიკალური ჯგუფის და მუსიკოსის ვერსია გააერთიანა. 

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ზაზა მარჯანიშვილმა, ერეკლე გეწაძემ, გიორგი ერგემლიძემ, დუეტებმა Bad Habitz და Ellarge. 

როგორც სერგი გვარჯალაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, იდეა სპონტანურია და ალბომიც მოკლე დროში ჩაიწერა. ძირითადი ჩანაწერი 2009 წელს ინდოეთში მოგზაურობის დროს არის გაკეთებული. 

სერგი გვარჯალაძე:

„ამ დაგროვილ მასალას Lenø Records-ში პროდაქშენი გავუკეთეთ. თავიდანვე მინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო სოლო ნამუშევარი, ამიტომ ტრეკები დაახლოებით ოცამდე არტისტს გავუგზავნეთ. Საბოლოოდ კი ხუთი არტისტი შევარჩიეთ და სწორედ მათი ნამუშევრები გაერთიანდა Faketivists-ის ახალ EP-ში.“

EP ექსპერიმენტული ნამუშევარია, რადგან მან მსმენელს განსხვავებული ხელწერისა და მუსიკალური მიმართულების არტისტების ხედვა წარუდგინა. როგორც სერგი გვარჯალაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილი აქვს, მსგავსი კონცეფციის პროექტები გააგრძელოს, ერთ ტრეკი ჩაწეროს და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობით მისი ინტერპრეტაციები მუსიკალური ალბომის სახით გამოსცეს. 

Faketivists ვიზუალური პროექტიც არის. ის სამ მუსიკალურ დოკუმენტურ ვიდეოს აერთიანებს, რომლებიც ინდოეთის, ბენგალის, რაჯასტანის და კერალას შტატებშია გადაღებული.

„საბოლოოდ იდეა ის არის, რომ ნამუშევარი – იქნება ეს ტრეკი, თუ ვიდეო, ძალიან სწრაფად, პირველივე ემოციით შეიქმნას და აუდიტორიამდე ისე მივიდეს, როგორც არის ნამღერი და გადაღებული.“ – სერგი გვარჯალაძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები – დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა

შემდეგი სტატია

სექსუალური ძალადობის ბრალდებების შემდეგ, მერლინ მენსონი ახალ მუსიკას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი