Moby პოპულარულ ჰიტებს ორკესტრთან ერთად შეასრულებს

„გარკვევით მინდა ვთქვა, არანაირი კომერციული ინტერესი არ მაქვს“ – ამბობს Moby.
Moby - ფოტო: ლინდსი ჰიქსი
Moby – ფოტო: ლინდსი ჰიქსი

57 წლის არტისტის პირველი მუსიკალური გარღვევა 1999 წელს ალბომით Play მოხდა, როდესაც ის MTV-ის სათავეში მოექცა.

„შესაძლოა დრამატულად ჟღერდეს, თუმცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია, სანამ ცოცხალი ვარ ტურნეში აღარ ვიარო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვწერ ახალ მუსიკას მომავალი ტურისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სულისკვეთებით  ვმუშაობთ, საკმაოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს ორკესტრთან მუშაობა. შესაძლოა თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამ ყველაფერში და ეგოისტურიც ვარ, თუმცა ეს მხოლოდ საქმის პატივისცემა და სიყვარულია.“ – Moby.

Resound NYC ალბომში,  მობის 15 ჰიტი ორკესტრის და ვოკალისტთა ძლიერი შემადგენლობით ჩაიწერება.  ალბომზე მუშაობენ გრემის მფლობელი ჯაზ მომღერალი გრეგორი პორტერი, ლედი ბლექბერდი, The Temper Trap-ის დუგი მანდაგი და Pussycat Dolls-ის წევრი ნიკოლ შერზინგერი.

Resound NYC – ფოკუსირებულია მობის იმ სიმღერებზე, რომელიც  1994 წლიდან 2010 წლამდე, ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდშია დაწერილი.

„მიუხედავად იმისა, რომ  ნიუ-იორკი საკმაოდ მძიმე, ბინძური ადგილია, სრულებითაც არ გამორიცხავს იმას, რომ ის ლამაზი,  ელეგანტური და ამავე დროს ტკივილის მომგვერელი ქალაქია. განსაკუთრებით 70-80 წლებში ქუჩაში სეირნობა, ჰიპ-ჰოპის მოსმენა, კლასიკურ ჩელოსთან, სალსასთან და არაბულ მუსიკასთან ერთად ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩემს დნმ-შია კოდირებული. კულტურა არ უნდა იყოს შენახული, კულტურა მდუღარე ქვაბია. უცნაური, მოულოდნელი სიურპრიზი, რომლის ტემპერატურა ოდნავადაც თუ დაიწევს ის სრულყოფილი აღარ იქნება.“

Moby-ის მუსიკალური პალიტრა ბლუზის, ჯაზის, ფანკის, როკისა და გოსპელის ნაზავია, თითოეული სიმღერის დრამატულობა მსმენელს ენერგიულ მუხტს და ამავდროულად სევდას გვრის.

„როცა პატარა ვიყავი, დაახლოებით ცხრა წლის, მუსიკის თეორიას ვსწავლობდი, კლასიკურ მუსიკას და ჯაზს.  ეს ყველაფერი არ მიყვარდა, რადგან უფრო ტექნიკური და აკადემიური იყო ვიდრე ემოციური. ხშირად ყველაზე ძლიერი ემოციური გამოვლინება შესაძლოა ძალიან მარტივად გამოხატო. თუ ფიქრობ ბლუზზე ან პანკ როკზე, იფიქრეთ ნილ იანგზე, რომელიც ძალიან მარტივად მუსიკას დიდ ემოციურ გამომხატველობას ანიჭებდა. ვცდილობ ეს პათოსი გავაგრძელო, ჩემს მუსიკას სიმარტივის სული შევძინო, მიუხედავად იმისა, რომ ორკესტრი თავისი განსაზღვრებით საკმაოდ რთულია.“ – Moby.

„სამწუხაროდ ბევრ მუსიკოსს ემოციების შიში აქვს, მათთვის „მაგარ“ ტიპად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ემოციებისკენ სწრაფვა.  მე მირჩევნია ვფოკუსირდე სილამაზის შექმნაზე, რადგან ვფიქრობ, რომ კარგად გამომდის“

Moby ნიუ-იორკში 2010 წელიდან აღარ ცხოვრობს, იგი  ლოს ანჯელესში დასახლდა, სადაც ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მის ავტობიოგრაფიული წიგნებში Porcelain  და Then It Fell Apart მუსიკოსი დეტალურად აღწერს პოპულარობის, ეგოს, სექსისა და ნარკოტიკების შედეგად მიღებულ ტრავმებს, რომელმაც საბოლოოდ დეპრესიამდე და 2008 წელს თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა.

Moby ვრცლად საუბრობს ადამიანურობაზე და სიყვარულზე, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ემოციურ სირთულეს საუკეთესოდ ავლენს.

„კომიკურია იმ მომღერლების რაოდენობა, რომელთანაც მიმუშავია და უცნაურად მრავალფეროვანი.  დაწყებული დევიდ ბოუიდან, ოზი ოსბორნამდე და ბრიტნი სპირსით დამთავრებული.“ – Moby.

„მიყვარს საძინებელში ღია ფანჯრებში ძილი, გაღვიძება, სმუზის დალევა და ლაშქრობა. ეს ჯანსაღი და სასიამოვნოა, ვიდრე ავტობუსში ან სადგურში გაღვიძება. აღფრთოვანებული ვარ, რომ საბოლოოდ ამ ბანალურ ადგილას მოვხვდი და ძალიან ბედნიერი ვარ“ – ამბობს Moby.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ შვილის გაჩენის ეშინია

შემდეგი სტატია

The Smiths 1984 წელი, ფოტო: პიტ კრონინი

ბრიტანული ინდი ჯგუფის Smiths-ის ბასისტი ენდი რურკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი
DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

ახალი ალბომი Bandcamp-ზეა განთავსებული და გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქვეყანაში არსებული პროსტესტის საჭიროებებს მოხმარდება - აღნიშნულია განცხადებაში
მეტი

ბიორკის თქმით, ბოლო პერიოდის ტურნეების განრიგი რეალური ცხოვრების საშუალებას აძლევს

ისლანდიელი მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად მართავდა ტურნეებს, მაგრამ 2011 წლის ალბომის, Biophilia-ს გამოსვლის შემდეგ, მიდგომა შეცვალა.
მეტი

Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

ტრეილერში ვხედავთ Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილი ვერსიებია.
მეტი

Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

სანამ მსმენელი კანიე უესტის სოლო ალბომის, Bully-ს გამოსვლას ელოდება, არტისტი Vultures 2-ის პრომო კამპანიას აგრძელებს.
მეტი

The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

„ოცი წელი გავიდა და ალბომი მაინც გამოირჩევა თავისი ცოცხალი და მარადიული ჟღერადობით,” - ვკითხულობთ ჯეკ უაიტის Third Man Records-ის განცხადებაში.
მეტი