თანამედროვე ჯაზის და საგუნდო მუსიკის სინთეზი – კონსერვატორიაში ნუცი ნებიერიძის და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

კონცერტზე ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკა, თანამედროვე ჯაზის მოტივები და საგუნდო კომპოზიციები შესრულდა.

24 მაისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გორის ქალთა გუნდის და ნუცი ნებიერიძის ერთობლივი საღამო გაიმართა.

გორის ქალთა გუნდი

ამერიკიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეული „გრემის“ მფლობელი ვარსკვლავები არი ჰონიგისი და ბამ როდრიგესიც აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. კონცერტზე მოწვეული იყვნენ მუსიკოსები რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ტეტე ნოისი.

ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე, მუსიკოსი

„კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ მოკლე დროში მოვახერხეთ, ეს პროგრამა გავაკეთეთ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან მომიწია კოლაბორაცია, როგორიც არის გორის ქალთა გუნდი და ჩვენი ამერიკელი სტუმრები.

ეს იყო დიდი პატივი ჩვენთვის, რომ მათთან ერთად ჩემი მუსიკალური პროექტი გავაკეთე და ასევე ჩვენი ქართველი მოწვეული სტუმრები, რომლებიც ჩვენი განუყრელი თანამშრომლები არიან. ყოველთვის მიხარია მათთან ერთად მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ კონცერტი ძალიან კარგი იყო. ასევე გველოდება წინ ალბომი, რომელიც ჩავწერეთ და როცა დაიმიქსება და მზად იქნება, აუცილებლად გავაკეთებთ ალბომ-რელიზ კონცერტს. 

ჩემი განწყობა ძალიან კარგია. ცოტა სევდიანები ვართ დღეს იმიტომ, რომ თითქოს მორჩა, მაგრამ ასეთი რაღაც როცა კეთდება, ეს ახლის დასაწყისია. ამიტომ არაფერი არ მორჩა ამით, პირიქით, უფრო მეტად ვგრძნობ, რომ დაიწყო. ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ ერთად თანამშრომლობას. ეს პროექტი იყო სასიამოვნო, როგორც პროცესი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

მე და თეონა ცირამუა ორივე ვამბობთ, რომ ამხელა შრომას ერთი კონცერტი არ ეყოფა. ამიტომ, რადგან ეს ალბომი ჩავწერეთ და ამაზე ვიმუშავეთ, აუცილებლად კიდევ უნდა გავაკეთოთ კონცერტი და გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ იყო ერთი კონცერტისთვის საკმარისი. როგორც კი მორჩა კონცერტი უკვე სურვილი მქონდა კიდევ ერთხელ გვემღერა. იმ დღესვე, კიდევ ერთი კონცერტი ჩაგვეტარებინა. იმდენად სასიამოვნო პროცესი იყო ეს ყველაფერი და ამიტომ აუცილებლად გავაკეთებთ კიდევ ერთხელ.“ – ნუცი ნებიერიძე, მუსიკოსი.

გორის ქალთა გუნდი

„ეს არის გუნდისთვის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი ჯაზში. რაღაც პატარა სიმღერები და კლასიკური ჯაზის ნიმუშები მქონდა გაკეთებული, მაგრამ რასაც ჰქვია თანამედროვე ჯაზში, ეს პირველი ნაბიჯებია ჩვენთვის. ეს არის ძალიან რთული და ამავე დროს ძალიან საინტერესო და ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, ძალიან დიდ რეაქციას მოითხოვს, პროფესიონალიზმს მოითხოვს და ყველაფერს რომ მოვუყაროთ თავი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გონება და ტვინი სჭირდება და ყველაფერი ერთად მუშაობს. ძალიან საინტერესოა ასევე ისეთ მუსიკოსებთან მუშაობა, როგორიც ჩვენი მოწვეული სტუმრები არიან, აქაური უნიჭიერესი მუსიკოსები, მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სცენაზე დგომის პატივი, ბატონ რეზო კიკნაძესთან, ლუკა თოფურიასთან, ახალგაზრდა ბიჭთან, რომელმაც ძალიან კარგი სტარტი აიღო მუსიკაში. ასევე ტეტესთან, ტეტე არის ჩემი მეგობარი და მიხარია, რომ ერთად ვართ და ძალიან მიხარია ასევე ამ ორ ადამიანთან ბან როდრიგესთან და არი ჰონიკთან ერთად რომ გვიწევს სცენაზე დგომა.“ – თეონა ცირამუა, გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი.

თეონა ცირამუა, გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ საიმონმა გაამხილა, რომ ერთ ყურში სმენა თითქმის დაკარგა

შემდეგი სტატია

ბიონსე ტინა ტერნერს პატივს მიაგებს: „მიყვარხარ უსასრულოდ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი