Billboard-ის 1984 წლის ინტერვიუში ტინა ტერნერი სოლო მუსიკალური კარიერის დაწყებაზე საუბრობს

ტერნერის თქმით, მსმენელს ისეთ შოუებს სთავაზობდა, რომლებზეც გულმოდგინედ მუშაობდა. წლების შემდეგ კი, როცა ის სოლო არტისტის სტატუსით წარდგა, აუდიტორია მისი მხარდამჭერი ძალა აღმოჩნდა.
ფოტო: Getty Images


1984 წელი ტინა ტერნერის მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა არტისტი სცენას  სოლო შემსრულებლის ამპლუაში  დაუბრუნდა. სწორედ ამ წელს Billboard-მა მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 

ინტერვიუს დროს ტერნერმა სოლო შემოქმედებითი წარმატების განმსაზღვრელ არაერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. მომღერლის თქმით, ამ წარმატებაში დიდი დამსახურება ჰქონდა მუსიკალურ მენეჯერ როჯერ დეივისს. ტერნერმა გაამხილა, რომ თავიდანვე გადაწყვეტილიყო ჰქონდა, როკ-ენ-როლზე ფოკუსირებულიყო, რაც ფერადკანიანი ქალისათვის იმ დროს უჩვეულო არჩევანი იყო. 

„შევცვალე ბენდი და შევცვალე მუსიკალური რეპერტუარი. ამ დრომდე ვეგასის ტიპის ენერგიულ შოუებს ვმართავდი, რადგან კლუბებთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა. ეს ყველაფერი შევცვალე და მუსიკალური შემოქმედება როკ-ენ-როლს დავუკავშირე. შედეგად, ჩემი აუდიტორია ბევრად ახალგაზრდა მსმენელისაგან შედგება“ – აღნიშნა ტინა ტერნერმა  Billboard-თან ინტერვიუში.

მომღერალმა ასევე თქვა, რომ მისი აუდიტორიის გაზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ისეთ არტისტებთან ერთად თანამშრომლობამ, როგორებიც არიან  როდ სტიუარტი და მიკ ჯაგერი. 1981 წელს The Rolling Stones-ის ტურნეს დროს ტერნერმა მიკ ჯაგერთან ერთად რამდენიმე დუეტი შეასრულა. მომღერალი როდ სტუარტთან ერთად კი სცენაზე 1982 წლის კონცერტზე გამოჩნდა. ეს იყო შოუ, რომელიც სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა. 

„ჩემი სასცენო შესრულება ძირითადად როკ-ენ-როლია. ამ ჟანრში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.“ – აღნიშნა ტერნერმა.

ინტერვიუს დროს Billboard-ის ჟურნალისტი შეეხო ტერნერის წარსულ მუსიკალურ გამოცდილებას, როცა პოპ რადიოებს საეთერო პროგრამაში მისი სიმღერების დამატება არ სურდათ. ამ პერიოდზე საუბრისას არტისტმა თქვა –  „არ მიყვარს რასიზმზე საუბარი, თუმცა ეს ფაქტი რასიზმთან იყო დაკავშირებული.“ 

სოლო შემსრულებლის რანგში მიღწეულ წარმატებაზე ტინა ტერნერმა აღნიშნა, რომ ის საკუთარ აუდიტორიასთან მუდამ ახლოს იყო. მსმენელს ისეთ შოუებს სთავაზობდა, რომლებზეც გულმოდგინედ მუშაობდა. წლების შემდეგ კი, როცა ის სოლო არტისტის სტატუსით წარდგა, აუდიტორია მისი მხარდამჭერი ძალა აღმოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Leno Stage-მა 4GB ფესტივალის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ათი ქართული ბენდი წარადგინა

შემდეგი სტატია

Beyoncé 2023 წლის 10 მაისი RENAISSANCE WORLD TOUR -ის პერფორმანსის დროს სტოკჰოლმში, შვედეთი. ფოტო: კევინ მაზური

Beyoncé-თან ერთად პარიზში გამართულ კონცერტზე მომღერლის შვილმა Blue Ivy-მა იცეკვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი