P!nk-ი ბანანის პრინტიან საცურაო კოსტიუმში პოზირებს

მომღერალმა სოციალურ ქსელში უიკენდზე გადაღებული ფოტოები გააზიარა.
P!nk
Gilbert Flores for Variety

P!nk-მა ინსტაგრამზე უიკენდზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. პირველ მათგანში მომღერალი ბანანის პრინტიან საცურაო კოსტიუმში პოზირებს. „ტბაზე გატარებული უიკენდი და ახალი სასაცილო საცურაო კოსტიუმი,” – წერს მომღერალი. 

მეორე ფოტოში კი P!nk-ი ბუნებაში შხაპს იღებს. „თუ ბუნებაში შხაპი არ მიგიღიათ მაშინ, როცა თქვენი ქმარი ყოველ 5 წუთში ერთხელ თქვენს შეშინებას ცდილობს, ჩათვალეთ, რომ არ გიცხოვრიათ!!!” იხუმრა მომღერალმა მეუღლეზე – კერი ჰარტზე, რომელთანაც 2006 წლიდან ქორწინებაშია.

P!nk-მა ახლახან მისი მეცხრე სტუდიური ალბომი Trustfall გამოუშვა, რომელიც, როგორც ბილბორდთან ინტერვიუში განაცხადა, მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია. „ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ისეთივე შეგრძნება მაქვს, როგორიც მქონდა Missundaztood, I’m Not Dead და ალბათ The Truth About Love-ზეც. აღტაცებული ვარ.”

24 ივლისს კი მომღერალი საზაფხულო ტურნეში გაემგზავრება, რომლის ფარგლებშიც საკუთარ ჰიტებს ჩრდილოეთ ამერიკის გარშემო შეასრულებს.

ნახეთ P!nk-ის ფოტოები

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: HBO Max-მა სერიალ The Idol-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი ამტკიცებს, რომ ჭორი, თითქოს, ქმარს დრეიკთან ღალატობდა, თავად კანიე უესტმა გაავრცელა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი