Temple Pharmacy მუსიკალურ ალბომს აანონსებს

როგორც ალბომის შესახებ აღწერაში ვკითხულობთ, ის არის „ფსიქოდელური, როგორც საგალობელი“ და თბილისის ქუჩებში სპირიტუალურ მოგზაურობას ჰგავს.
Temple Pharmacy


Temple Pharmacy ახალგაზრდა არტისტების ჯგუფია, რომელიც სამყაროსთან და აუდიტორიასთან ინტერაქციისათვის თავისებურ გზას ირჩევს. რთულია ამ პროექტს კონკრეტული განმარტება მოუძებნო და განსაზღვრო – ეს არის სივრცე, რომელში გაერთიანებული ხელოვანები ამბებს სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით ჰყვებიან. ანიმაცია, კომიქსები, მერჩენდაიზი, NFT ავატარები, ლიტერატურა და რა თქმა უნდა მუსიკა – ამ სინთეზით Temple Pharmacy რეალურ და წარმოსახვით სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. 

13 ივნისს Temple Pharmacy ამავე სახელწოდების მუსიკალურ ალბომს წარადგენს. Temple Pharmacy არტისტ LUNA FLOWERS-ის პირველი ინგლისურენოვანი ალბომია.  LUNA FLOWERS-ს (მაქს მაჩაიძე) ქართველი მსმენელი სხვადასხვა პროექტიდან უკვე კარგად იცნობს. მისი, როგორც არტისტის პერსონა ბევრ მიმართულებას მოიცავს – LUNA FLOWERS არის მუსიკოსი, აქტივისტი და დიზაინერი. 

Temple Pharmacy

Temple Pharmacy-ზე LUNA FLOWERS-მა მუსიკალურ პროდიუსერ საბანასთან (ნიკა საბანაძე) ერთად იმუშავა. საბანა თვითნასწავლი არტისტია, რომელიც მუსიკას 12 წლიდან ქმნის. ხელოვანისათვის სწორედ მუსიკა იქცა საშუალებად, რომ საკუთარი თავი გამოეხატა და სტერეოტიპულ სისტემას დაპირისპირებოდა. 

Temple Pharmacy
Temple Pharmacy

Temple Pharmacy 13 ტრეკს აერთიანებს. როგორც ალბომის შესახებ აღწერაში ვკითხულობთ, ის არის „ფსიქოდელური, როგორც საგალობელი“ და თბილისის ქუჩებში სპირიტუალურ მოგზაურობას ჰგავს.  

Temple Pharmacy

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: HBO Max-მა სერიალ The Idol-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი ამტკიცებს, რომ ჭორი, თითქოს, ქმარს დრეიკთან ღალატობდა, თავად კანიე უესტმა გაავრცელა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი