დოლი პარტონმა გინესის სამი ახალი რეკორდი დაამყარა

„ძალიან მოკრძალებული ვარ ყოველ ჯერზე, როცა გინესის რეკორდის ახალ ტიტულს ვიღებ.”
დოლი პარტონი გინესის რეკორდების არბიტრებთან ერთად

56 წლის შემდეგ, რაც დოლი პარტონმა მისი სადებიუტო ალბომი გამოსცა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტია. ახლა კი პარტონი თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს კიდევ სამ ახალ გინესის რეკორდს მიამატებს. ახლახან  პარტონი გახდა ყველაზე მეტი სტუდიური ალბომის მქონე ქალი მომღერალი (1967 წლიდან მას 65 ალბომი აქვს გამოცემული), ასევე ის გახდა ქალი მომღერალი, რომელიც ყველაზე მეტჯერ შევიდა ტოპ ქანთრის ალბომების ჩარტის ათეულში (48-ჯერ) და ასევე მომღერალი, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაატარა ტოპ ქანთრის ალბომების პირველ ადგილზე (43 წლის განმავლობაში 156 დღე).

„დაუჯერებელია, რომ დოლი პარტონის შესანიშნავი კარიერის ხანგრძლივობასა და წარმატებას სამი ახალი გინესის რეკორდით აღვნიშნავთ. დოლი არ არის მხოლოდ ლეგენდა… ის ოფიციალურად გასაოცარია!” – აღნიშნა გინესის რეკორდების არბიტრმა. 

პარტონმა თავის მხრივ განცხადება გაავრცელა: „ძალიან მოკრძალებული ვარ ყოველ ჯერზე, როცა გინესის რეკორდის ახალ ტიტულს ვიღებ. ამ პატივს ჩემს ფანებთან ერთად ვიზიარებ, რომელთა დამსახურებაცაა ჩემი ასეთი ხანგრძლივი კარიერა.”

ახალი რეკორდების გარდა, დოლი პარტონი ფლობს გინესის შემდეგ რეკორდებს:

  • ყველაზე მეტი დეკადა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტის ტოპ ოცეულში (6)
  • ყველაზე მეტი პირველ ადგილოსანი ჰიტი აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში ქალ არტისტებს შორის (25)
  • ყველაზე მეტი დეკადა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში ქალ არტისტებს შორის (7)
  • ქალი არტისტის მიერ შესრულებული ყველაზე მეტი ჰიტი აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში (109)
  • ყველაზე ხანგრძლივი დროით ყოფნა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტის პირველ ადგილზე (35 წლის განმავლობაში 26 დღე)
  • EGOT-ზე ნომინირებული პირველი ქანთრი მომღერალი
  • ყველაზე მეტი გრემის ნომინანტი ქანთრის ქალი შემსრულებელი (51)
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Weeknd მადონას და Playboi Carti-ის შესრულებით The Idol-ის ახალ საუნდტრეკს აანონსებს

შემდეგი სტატია

კონცერტის მსვლელობისას ბიონსემ ფანს სათვალე აჩუქა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი