კონცერტის მსვლელობისას ბიონსემ ფანს სათვალე აჩუქა

მომენტი იღბლიანმა მსმენელმა ვიდეოს მეშვეობით აღბეჭდა და TikTok-ზე გამოაქვეყნა.
ფოტო: კევინ მაზური


საკონცერტო ტურნეს შემდეგ ბიონსე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარსკვლავია. TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, Global Valentino-მ ლონდონში გამართული შოუს დასამახსოვრებელი მომენტი გადაიღო და გააზიარა. ჩანაწერში ბიონსე სათვალეს იხსნის და ვიდეოს ავტორის, ვალენტინოსაკენ ისვრის. 

ვალენტინო შოუს მიმდინარეობისას აუდიტორიის წინა რიგში იმყოფებოდა. ვარსკვლავი ამ დროს თავის ცნობილ სიმღერას – Diva-ს ასრულებდა და  Off-White-ის ბრენდის სათვალე ეკეთა. 

როგორც ვიდეოს ავტორმა გაიხსენა, სათვალის ფლობის გამო გარკვეული დაპირისპირებაც შეიქმნა და დაცვის ჩარევა გახდა საჭირო. 

ამის შემდეგ სიმღერის Heated შესრულებისას ბიონსემ კიდევ ერთხელ მოიხსნა სათვალე და ვალენტინოს მიაწოდა. როგორც ვალენტინომ აღნიშნა, მას უთხრეს, რომ  სათვალის ფასი დაახლოებით 53 ათასი დოლარია.

Renaissance-ის მსოფლიო ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბიონსეს მსოფლიო ტური შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს. შტატების მასშტაბით კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ჰიუსტონში და სხვა დიდ ქალაქებში. Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნე 27 სექტემბერს, ნიუ-ორლეანში გამართული შოუთი დასრულდება. 

ნახეთ TikTok-ზე გამოქვეყნებული ცნობილი ვიდეო, რომელშიც ბიონსე ფანს სათვალეს აძლევს:

@globalvalentino I’m 1 of 1 🐝🪩me and @khal caught the glasses!! best experience ever, this meant so much!❤️‍🔥#beyonce #renaissanceworldtour #clubrenaissance #globalvalentino ♬ original sound – Global Valentino🗺

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დოლი პარტონმა გინესის სამი ახალი რეკორდი დაამყარა

შემდეგი სტატია

„მოანას” ფილმის რეჟისორი თომას კაილი იქნება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი