თუფაქ შაკური ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარ ვარსკვლავს მიიღებს 

ეს აღიარება რეპერმა მისი მკვლელობიდან 27 წლის შემდეგ მოიპოვა.
თუფაქ შაკური, 1994 წელი
Raymond Boyd/Getty Images

7 ივნისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში რეპერის, პოეტისა და მსახიობის, თუფაქ შაკურის ვარსკვლავი გაიხსნება.

„თუფაქ შაკური იყო რეპერი, მსახიობი, აქტივისტი, პოეტი და რევოლუციონერი,” – ამბობს ანა მარტინესი, ჰოლივუდის დიდების ხეივნის პროდიუსერი. „ეს საკულტო არტისტი გარდაცვალებიდან დეკადების შემდეგაც განაგრძობს, იყოს ეპოქის სულის ნაწილი და ის კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურა. Რა თქმა უნდა, თუფაქის ვარსკვლავი ყველაზე ხშირად მონახულებად ვარსკვლავთა სიას შეემატება.”

ნიუ-იორკში დაბადებული შაკური, რომელმაც ცხოვრების მთავარი წლები კალიფორნიაში გაატარა, West Coast-ის ლეგენდად იყო აღიარებული. ის გახდა შთაგონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, ემინემი, დრეიკი, ედ შირანი, ჯასტინ ბიბერი და სხვები.

შაკური ხელოვნების სკოლაში სამსახიობო ოსტატობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალეტს სწავლობდა. როგორც სოლო არტისტი, თუფაქმა მისი სადებიუტო ალბომი 2Pacalypse Now 1991 წელს გამოსცა. ამის შემდეგ მან კიდევ სამი ალბომის გამოცემა მოასწრო და 25 წლის ასაკში რეპერი სროლის შედეგად მოკლეს. თუფაქის ყველა ალბომი ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში მოხვდა. მათ შორის All Eyez on Me და Me Against the World ჩარტის ლიდერები გახდნენ. გარდაცვალების შემდეგ თუფაქის კიდევ ექვსი ალბომი გამოვიდა. 2017 წელს შაკური გახდა პირველი სოლო ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. როგორც მსახიობს, მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში Juice, Poetic Justice, Above The Rim და  Gridlock’and Gang Related.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

We Are the World-ის ვარსკვლავურ შემსრულებელთა შორის ტინა ტერნერი მეათე გარდაცვლილია

შემდეგი სტატია

The Weeknd მადონას და Playboi Carti-ის შესრულებით The Idol-ის ახალ საუნდტრეკს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი