გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამის მონაწილეა

ორწლიანი პროგრამა მოიცავს კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების გამოცემას დიდ ბრიტანეთში.
გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა. 

პრესტიჟულ მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობა გულისხმობს კამერული მუსიკის რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გაკეთებას; კონცერტებს BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან – BBC Philharmonic, BBC Symphony Orchestra, BBC Concert Orchestra და სხვა; სოლო კონცერტს BBC-ის Radio 3-ის პირდაპირ ეთერში და ასევე კონცერტებს დიდი ბრიტანეთის ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო ადგილებში, როგორებიცაა ედინბურგი, ჩენტელჰემი და სხვა.

BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამა სათავეს 1999 წლიდან იღებს და დღემდე მასში მონაწილეობა 90-ზე მეტ მუსიკოსსა და ჯგუფს აქვს მიღებული. Სხვადასხვა დროს პროგრამის ქართველი მონაწილეები იყვნენ ლიზა ბათიაშვილი (1999-2001), ხატია ბუნიათიშვილი (2009-2011) და მარიამ ბაწაშვილი (2017-2019). გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტი 2023-2025 წლებში იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 

შემდეგი სტატია

Snoop Dogg-მა Doggystyle-ის საიუბილეო კონცერტი სცენარისტების გაფიცვის გამო გადადო 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი