Snoop Dogg-მა Doggystyle-ის საიუბილეო კონცერტი სცენარისტების გაფიცვის გამო გადადო 

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სცენარისტებს.”
Snoop Dogg
Roberto Ricciuti/Redferns

Snoop Dogg-ის სადებიუტო სტუდიურ ალბომს Doggystyle 30 წლის იუბილე შეუსრულდა. მუსიკოსი ამ თარიღის აღნიშვნას 27 და 28 ივნისს ორი კონცერტით გეგმავდა. თუმცა სცენარისტების გაფიცვის გამო, რეპერს შოუების გადადება მოუწია. 

„მწერალთა გილდიის გაფიცვისა და მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, გადავწყვიტეთ, რომ შოუები გადავდოთ. ჩვენ გაფიცულებს სოლიდარობას ვუცხადებთ და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდება მათი სამართლიანი მოთხოვნები და ყველანი შევძლებთ, სამუშაოს დავუბრუნდეთ,” – დაწერა Snoop Dogg-მა ინსტაგრამზე. გამოქვეყნებულ ვიდეოში კი რეპერი ამბობს: „მე და Dr. Dre სოლიდარობას ვუცხადებთ სცენარისტებს. ასე რომ, კონცერტებს 20 და 21 ოქტომბრისთვის გადავდებთ.”

ამერიკის მწერალთა გილდიის გაფიცვა პირველ მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც სცენარისტებმა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა გაერთიანებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ნახეთ Snoop Dogg-ის  ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამის მონაწილეა

შემდეგი სტატია

Lizzo 65-ე გრემის დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, კალიფორნია. ფოტო: ნელსონ ბერნარდი

Lizzo-ს თქმით ვინც „ბოდი შეიმინგის“ პროპაგანდას ეწევა ისინი მომღერალს სამყაროს აძულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი