Linkin Park-ის ცნობილმა მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Numb, YouTube-ზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ეს ბენდის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.
Linkin Park, Numb

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Linkin Park-მა 2003 წელს თავისი ჰიტად ქცეული მუსიკალური ვიდეო – Numb გამოუშვა. ამჯერად კლიპმა ვიდეოების გაზიარების პლატფორმა YouTube-ზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ეს ბენდის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია. 

Numb-ის კლიპმა ერთ მილიარდ ნახვას 2018 წელს გადააჭარბა. მაშინ ამ რეიტინგულ შედეგს ნამუშევარმა ფანების დამსახურებით მიაღწია. 2017 წელს Linkin Park-ის ფრონტმენი, ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ კი მუსიკოსის და ბენდის თაყვანისმცემლებმა არაოფიციალური კამპანია წამოიწყეს, რათა ვიდეოს მილიარდი ნახვა დაეგროვებინა. 

Numb შესულია ჯგუფ Linkin Park-ის 2003 წლის ალბომში, სახელწოდებით Meteora. 2023 წლის აპრილში ალბომი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელახლა გამოიცა და მასში დამატებით გაერთიანდა გამოუქვეყნებელი სიმღერები, დემო ვერსიები, ცოცხალი შოუების აუდიო ჩანაწერები და ბენდის აქამდე უცნობი ვიდეო კადრები. 

ნახეთ Linkin Park-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Numb:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას სცენაზე პატარა ფანის აყვანა სცადა

შემდეგი სტატია

ასტრუდ ჟილბერტო, The Girl From Ipanema-ს შემსრულებელი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი