ასტრუდ ჟილბერტო, The Girl From Ipanema-ს შემსრულებელი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

1964 წელს სიმღერამ წლის ჩანაწერის ნომინაციაში ჟილბერტოს გრემის ჯილდო მოუტანა.
ასტრუდ ჟილბერტო 1964 წელს
PoPsie Randolph/Michael Ochs Archives/Getty Images

The Girl From Ipanema-ს შემსრულებელი ასტრუდ ჟილბერტო, რომელმაც 1960-იან წლებში მსოფლიოში ბოსა-ნოვას სენსაცია მოახდინა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა და თანამშრომელმა პოლ რიჩიმ სოციალურ ქსელში დაადასტურა. „ის ბრაზილიური მუსიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მთელ მსოფლიოში და თავისი ენერგიით ბევრის ცხოვრება შეცვალა,” – დაწერა რიჩიმ. 

ჟილბერტოს The Girl From Ipanema-მ დიდი წარმატება მოუტანა. სიმღერა თავდაპირველად მისმა მეუღლემ ჟუან ჟილბერტომ ჩაწერა, რომელიც ცნობილია, როგორც ბოსა-ნოვას მამა. 1963 წელს კი წყვილი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც სიმღერა ჟუანს სტენ გეტსსა და ახალგაზრდა ბრაზილიელ ბოსა-ნოვას ვარსკვლავს ანტონიო კარლოს ჟობიმთან ერთად უნდა ჩაეწერათ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სიმღერის ჩაწერის გამოცდილება არ ჰქონია, ერთ-ერთი სესიის დროს ასტრუდს სთხოვეს, მათთან ერთად ემღერა. 

„როცა სტენთან ერთად რეპეტიციას გადიოდნენ, ჟუანი მთხოვდა, რომ მისამღერი ინგლისურად მემღერა, მას შემდეგ, რაც ის პირველ სტროფს პორტუგალიურად იმღერებდა,” – ჰყვებოდა მომღერალი 2002 წლის ინტერვიუში. „არასდროს დამავიწყდება, როცა შემდეგ უკვე სიმღერის ჩანაწერს ვუსმენდით და სტენმა მითხრა: „ეს სიმღერა შენ ცნობილს გაგხდის.”

გეტსი მართალი აღმოჩნდა – The Girl From Ipanema-ს სოლო ვერსია, პორტუგალიური ტექსტის გარეშე, რომელსაც მხოლოდ ასტრუდ ჟილბერტი ასრულებდა, 1964 წელს გამოვიდა. სიმღერა აშშ-ში ბილბორდის „ცხელი ასეულის” მეხუთე ადგილზე გავიდა და წლის ჩანაწერის ნომინაციაში გრემიც დაიმსახურა. 

ჟილბერტო წარდგენილი იყო საუკეთესო დებიუტანტი არტისტის ნომინაციაშიც, მაგრამ ეს სტატუსი The Beatles-მა მოიპოვა. ასევე დასახელდა ნომინაციაში საუკეთესო ვოკალური შესრულებისთვის 1964 და 1956 წლებში, მაგრამ ორივე წელიწადს გრემი ბარბრა სტრეიზანდს ხვდა წილად.

მოუსმინეთ The Girl From Ipanema-ს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Linkin Park-ის ცნობილმა მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Numb, YouTube-ზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

ჯონ ბატისტს ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობა სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი