All I Want – არტისტმა NEUX-მა ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

„ეს ნამუშევარი ჩემი ხმის დაბადება იყო.“

ცოტა ხნის წინ, ქართველმა მუსიკოსმა NEUX-მა ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით  All I Want და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. კომპოზიცია არტისტის მუსიკალურ შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. NEUX-ს ელექტრონული მუსიკის მსმენელი არც ისე ცოტა ხანია რაც იცნობს, თუმცა All I Want  არის პირველი შემთხვევა, როცა აუდიტორიამ არტისტის ვოკალური მხარე გაიცნო. როგორც თავად NEUX (ნატა ბერაძე) „BIllboard საქართველოსთან“ ინტერვიუში ამბობს, ეს ნამუშევარი მისთვისაც საკუთარი ვოკალის ერთგვარი აღმოჩენის პროცესი იყო. 

„ამ სიმღერამდე ჩემი მელოდიისათვის ვოკალი არასდროს დამიწერია. ეს ნამუშევარი ჩემი ხმის დაბადება იყო.“ – NEUX.

სიმღერის ტექსტი თავად NEUX-ს ეკუთვნის, ფროდაქშენზე არტისტმა Hoyah-მა იმუშავა, ხოლო მასტერინგზე ბერლინში დაფუძნებულმა სტუდია  – Olo Mastering-მა. 

 NEUX: 

„არ ვფიქრობთ, რომ უშუალოდ ეს ნამუშევარი გამორჩეულია, თუმცა გარემოებები, რამაც ის შექმნა, ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს არის დასავლური გავლენითა და ქართული ენისა და კულტურის სიყვარულის ერთიანობით შექმნილი ნამუშევარი.“

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  All I Want არტისტ NEUX-ის მუსიკალური შემოქმედების ახალი თავის დასაწყისია და წინ ახალი ნამუშევრებიც გველოდება, რომლებსაც ქართულ კულტურასთან ემოციური კავშირი ექნება და ამავდროულად, გლობალური მუსიკალური სივრცის ნაწილი გახდება. 

NEUX-ის ახალი ნამუშევარზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კომპოზიციის  მუსიკალური ვიდეო. თანამედროვე სამყაროში მუსიკალური ინდუსტრია და ვიზუალური ხელოვნება ერთმანეთისაგან განუყოფელია. თუკი წლების წინ კლიპები მუსიკოსებისათვის საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციის ეფექტური ფორმა იყო, დღეს მან უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ვიდეო არტის ერთგვარ მიმართულებადაც იქცა. ეს არის ვზიუალური კომუნიკაციის ფორმა, რომლითაც არტისტი არამხოლოდ შემოქმედებას, არამედ იდენტობას. გემოვნებას, ინტერესებსა და ღირებულებებს წარმოაჩენს. 

All I Want-ის პრეზენტაცია მასზე გადაღებულ ვიდეოსთან ერთად შედგა, რომელზეც JAM PROJECT-მა იმუშავა. JAM PROJECT 2019  წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები გრიგორ დევეჯიევი და მერაბ ჭუმბურიძე არიან. ეს არ არის სტანდარტული კრეატიული სააგენტო – ეს უფრო მეტად არტისტების კომუნაა, რომელიც დამახასიათებელი ხელწერით ვიზუალური კომუნიკაციის ახალ ფორმებს გვთავაზობს. NEUX-ის ტრეკზე გადაღებული ვიდეო კი სწორედ ის ნამუშევარია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სიმღერის ენერგეტიკას და ამავდროულად  JAM PROJECT-ის ხელწერას ინარჩუნებს. 

NEUX – All I Want

მინიმალისტური ესთეტიკის ვიდეოში ყველა დეტალი შთამბეჭდავ კინემატოგრაფიულ სურათს ქმნის – ფერები, რეჟისურა, საოპერატორო ნამუშევარი, მხატვრობა, კოსტიუმები, ვიზაჟი, სამსახიობო შემადგენლობა. 

სიუჟეტი მორგში ვითარდება. ერთი შეხედვით საკმაოდ დამთრგუნველი ატმოსფეროს მიუხედავად, ვიდეოს ყველა დეტალი საოცრად ესთეტიკურია და სწორედ ეს იწვევს მაყურებლის ემოციურ უკუკავშირს.

JAM PROJECT: 

„მთავარი შთაგონება ჩვენთვის NEUX იყო. იდეაც და ფორმაც მასთან ურთიერთობის, მასთან დაახლოების, საუბრის, მისი პიროვნების გაცნობის პროცესში დაიბადა. კომპოზიცია ძალიან ინტიმურია, ტექსტიც და ჟღერადობაც ამას აშკარად უსვამს ხაზს. ჩვენი ამოცანა იყო, ვიზუალის შექმნის დროს ეს ძალიან პირადული და სუბიექტური ატმოსფერო შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამავე დროს განგვეზოგადებინა. ძალიან ნაცნობი და ერთგვარად სტერეოტიპული სიმბოლოებით შეგვექმნა რაღაც წარმოსახვითი მიკრო წესრიგი, რომელიც NEUX-ის შინაგან სამყაროს გამოხატავდა. ამავდროულად გვსურდა, ერთგვარად მეტაფორული ნამუშევარი ყოფილიყო, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მანკიერ მხარეზე მიანიშნებდა.“

მუსიკალური ვიდეოს ვიზუალი  All I Want-ის ტექსტთან ერთგვარს წინააღმდეგობაშია. ტექსტში ავტორს, მიუხედავად ბარიერებისა, თავისუფალი ნება აქვს და თავადვე იღებს გადაწყვეტილებებს. მუსიკალურ ვიდეოში კი მთავარი გმირის ძალაუფლება  განულებულია და სრულიად სხვებს ეკუთვნით. Სინამდვილეში სწორედ  ტექსტის შინაარსისა და ვიზუალის ამ წინააღმდეგობამ შექმნა სრული სურათი და როგორც JAM PROJECT-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, სათქმელიც გაამძაფრა. 

ნახეთ NEUX-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე   All I Want:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ იყენებს მუსიკას „დისნეი” საკულტო ატრაქციონის ახალი კონცეფციისთვის

შემდეგი სტატია

ფანებმა სემ სმითისა და მადონას Vulgar ამ კვირის ფავორიტ სიმღერად აირჩიეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი